ნიკოლოზ ბასილაშვილი რაფაელ ნადალს დღეს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
ფოტო:facebook.com/NikolozBasilash/
სულ ცოტა ხნის წინ ჩაატარა საკუთარი შეხვედრა რომის მასტერსზე რაფაელ ნადალმა. მსოფლიოს მეორე ჩოგანის მეტოქე ფრანგი ჟერემი შარდი(42) იყო. "თიხის მეფემ" ფრანგი მოწინააღმდეგე 2 სეტში უპრობლემოდ დაამარცხა - 6:1, 6:0.

ეს შეხვედრა გუშინ უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ძლიერი წვიმის გამო გადაიდო. თუმცა ტურნირის კალენდარი არ შეიცვლება და ნადალს ნიკოლოზთან დაპირისპირება დღესვე მოუწევს.

შეხვედრა თბილისის დროით 21:30 წუთზეა ჩანიშნული, თუმცა, დიდი ალბათობით, ოდნავ მოგვიანებით დაიწყება.

ნიკოლოზი რაფას აქამდე ორჯერ შეხვდა
და ორივეჯერ დამარცხდა. თუმცა ბასილაშვილს რომის ტურნირზე უხერხული მეტოქეების ძლევის პერიოდი უდგას და იქნებ მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდასაც მოუგოს.

ეს ძალიან, ძალიან რთული იქნება, თიხის საფარზე ნადალის დამარცხება უაღრესად რთული ამოცანაა. თუმცა, თუკი ეს სტეფანოს ციციპასმა მოახერხა გასულ კვირაში მადრიდის კორტებზე, რატომ არ უნდა გამოუვიდეს იგივე ნიკოლოზს? ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებები ვუსურვოთ ქართველ ჩოგბურთელს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩის წინ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
დროა, ნიკუშამ ბებერი ავტორიტეტების დამარცხება ისწავლოს!!!
1
არის რიგი უპირატესობებისა,რომელთა გამოყენების შემთხვევაში დღეს ნიკას გამარჯვების დიდი შანსები აქვს.უმთავრესი მათ შორის სპორტული ფორმისა და ფსიქოლოგიური მდგრადობის აღამვლობის პერიოდია,რომელიც ორი მეტოქის ზედიზედ დამარცხების შემდეგ დაუდგა.ასეთ დროს ნიკას შეჩერება უჭირს ყველას და ეჭვგარეშეა ნადალისათვისაც რთული იქნება.მიმდინარე წელს უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები უნდა მოიპოვოს ჩვენმა ნიკოლოზმა და მათ შორის ერთ-ერთი დიდი მუზარადის მოპოვება უნდა იყოს.წინ გასწი ნიკა ! ვამაყობ შენით;შენთან ვარ გულითა და სულით!
გიორგი ჯანიკაშვილი
17:20 16-05-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული