ნადალი ბასილაშვილისათვის სულ სხვა სიმაღლეა, დაუძლეველი მწვერვალია

AutoSharing Option
რომის მასტერსის მერვერდფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) მსოფლიოს მეორე ჩოგანთან, რაფაელ ნადალთან 1:6, 0:6 დამარცხდა.

იმის გამო, რომ რომში ოთხშაბათს წვიმდა, ნადალს დღეს ორი შეხვედრის ჩატარება მოუწია. ის ბასილაშვილთან დაპირისპირებამდე ფრანგ ჟერემი ჩარდს ადვილად გაუსწორდა - 6:0, 6:1. ზოგს ეგონა, ერთ დღეში ორჯერ თამაში ნადალს გაუჭირდებოდა და ეს ქართველს გარკვეულ შანსს აძლევდა. სამწუხაროდ, ეს იმედი ცრუ გამოდგა. ბრძოლა, ფაქტობრივად, არ შედგა. ბასილაშვილი ნადალთან მესამე შეხვედრაშიც დამარცხდა.

ბასილაშვილმა ტურნირზე ჯერ მარტონ ფუჩოვიჩს, ხოლო შემდეგ ლასლო ჯერეს სძლია.

ნადალთან მოგების შემთხვევაში ნიკოლოზს შეეძლო
რეიტინგში მისთვის სარეკორდო, მე-16 ადგილზე გადასულიყო.

მკითხველის კომენტარები / 18 /
მარჯვენა კრაი უჭირს თორემ......
ვერ ვერკვევი და .... ჩოგბურთი რომელი სპორტია? გრძელი ბურთით რომ თამაშობენ???
კ ო მ ბ ლ ე
03:04 24-05-2019
0
ნადალმა რომის ფინალში სამ სეტში მოუგო ნოვაკს!!! პირველი სეტი: 6:0, მესამე სეტი :6:1!!! აღმოჩნდა,რომ მარტო შარდი და ნიკა არ ყოფილან გამონაკლისები!!! ჯოკოვიჩმაც მათი ბედი გაიზიარა!!! ასე, რომ მთლად ისე არის რასაც კომენტარებში კითხულობ!!!
დათო
20:45 19-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული