ნიკოლოზ ბასილაშვილმა ცონგა დაამარცხა, ნახევარფინალში გავიდა და რეიტინგში სარეკორდო, მე-16 ადგილზე აღზევდა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლიონის ტურნირის 1/4-ფინალში 1 საათსა და 21 წუთში ფრანგ ჟო ვილფრიდ ცონგას (85) 6:4, 6:4 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, თანაც, რეიტინგში მისთვის სარეკორდო, მე-16 ადგილზე გადაინაცვლა.

24 მაისს ნიკოლოზი ნახევარფინალში ითამაშებს. მისი მომავალი მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

შეგახსენებთ, 2017 წელს ნიკოლოზი ცონგასთან ამავე ტურნირის ნახევარფინალში 2:6, 6:3, 1:6 დამარცხდა.

ბასილაშვილი ტურნირზე მეორე წრიდან ჩაება და მერვედფინალში 28 წლის ფრანგს, ტრისტან ლამასინის 7:5, 7:5 სძლია.

ტურნირის საპრიზო ფონდი 501 345 ევროა. გამარჯვებული 85 945 ევროს მიიღებს, ხოლო ფინალისტი -
45 265-ს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ ნიკოლოზ. წელს მე მგონია 10-ში შესვლა აქვს დაგეგმილი და იმედია მოახარხებს. წარმატებები
Geo_Dinamo
10:04 24-05-2019
0
ეს კაცი აღარ ხუმრობს რა ხანია....ნიკოლოზ ერის სიამაყე ხარ!!!
ზუურ
07:01 24-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული