ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალში ფელიქს ოჟე ალიასიმთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
24 მაისს, ATP ტურის 250-იანი კატეგორიის ლიონის ტურნირის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (16)  18 წლის კანადელ ფელიქს ოჟე ალიასიმთან (28) 6:2, 6:7, 4:6 დამარცხდა.

აქამდე ისინი მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს - მაიამის მასტერსზე კანადელმა 7:6, 6:4 მოუგო.

ბასილაშვილი ტურნირზე მეორე წრიდან ჩაება, მერვედფინალში ფრანგ ტრისტან ლამასინის (270) 7:5, 7:5, ხოლო მეოთხედფინალში მის თანამემამულეს ვილფრიდ ცონგას (85) 6:4, 6:4 სძლია.

25 მაისს ფინალში ოჟე ალიასიმი ფრანგ ბენუა პერს შეხვდება.

ნიკოლოზი ამის შემდეგ როლან გაროსზე იასპარეზებს, სადაც პირველ წრეში არგენტინელ ხუან-იგნასიო ლონდეროს (79) შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 19 /
მეგობრებო,ჩოგბურთის მცოდნეებო,არ აქვს ნიკას არსენალში ის კომპონენტები რაც 16 ჩოგანს უნდა ჰქონდეს. ეგ არ არის მისი ადგილი და მაგიტოც გიკვირთ წაგებდბი,მისი ადგილი არის 50 ეულის ბოლოსკენ და რეალურადაც ეგ ადგილი რომ ეჭიროს აღარ გაგიკვირდებოდათ ეგ წაგებები. რა 16 -ე ჩოგანი. ჩოგბურთი ვისაც ესმის მიხვდება კარგად.
Joko
16:47 25-05-2019
11
მოგებული თამაში რომ წააგო მაგაზე მეშლება ნერვები
musenbezi
16:11 25-05-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული