ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალში ფელიქს ოჟე ალიასიმთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
24 მაისს, ATP ტურის 250-იანი კატეგორიის ლიონის ტურნირის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (16)  18 წლის კანადელ ფელიქს ოჟე ალიასიმთან (28) 6:2, 6:7, 4:6 დამარცხდა.

აქამდე ისინი მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს - მაიამის მასტერსზე კანადელმა 7:6, 6:4 მოუგო.

ბასილაშვილი ტურნირზე მეორე წრიდან ჩაება, მერვედფინალში ფრანგ ტრისტან ლამასინის (270) 7:5, 7:5, ხოლო მეოთხედფინალში მის თანამემამულეს ვილფრიდ ცონგას (85) 6:4, 6:4 სძლია.

25 მაისს ფინალში ოჟე ალიასიმი ფრანგ ბენუა პერს შეხვდება.

ნიკოლოზი ამის შემდეგ როლან გაროსზე იასპარეზებს, სადაც პირველ წრეში არგენტინელ ხუან-იგნასიო ლონდეროს (79) შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ნიკოლოზს კარგი ფსიქოლოგი ჭირდება, რომელსაც მწვრთნელი ვერ უსრულებს( არ გეწყინოს ნიკუშ ) , ეს არასტაბილურობა რაც ამდენი ხანია მოსდევს დალაგდებოდა, განცდებს,ემოციებს და ალბათ საკუთარი თავის ღირსეულად ვერ შეფასების ბრალია.... ნიკოლოზ არ უნდა დაიძაბო შენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაგარი ჩოგბურთელი ხარ , სულ უნდა გახსოვდეს და ყველას მაგრად გვიყვარხარ მიუხედავად იმისა იგებ თუ აგებ.... და ისიც არ დაგავიწყდება რომ ისინი ვერაფრით ვერ გჯობნიან.... შენ თავს შენ თუ ავნებ ისევ ))) მაგრად იყავი და გაძლიერდი შენი შრომისმოყვარებით და ღმერთი შეგეწევა .... ღმერთი ყველაფრის შემძლეა...
soso
23:33 24-05-2019
0
მენტალურად ძაან კარგად გამოიყურებოდა ნიკოლოზი ამ ტურნირზე მაგრამ ფაქტია რომ ცოტათი აჯობა ამ ლაწირაკმა. ნაიკი ტყუილად არავის ასპინსორებს.
გუჯი
23:01 24-05-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული