ნიკოლოზ ბასილაშვილი "როლან გაროსის" პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

AutoSharing Option
27 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობაზე პირველი შეხვედრა გამართა და ხუან იგნასიო ლონდეროსთან 3 სეტში ანგარიშით 4:6, 1:6, 3:6 დამარცხდა.

25 წლის არგენტინელი მსოფლიოში 79-ე ჩოგანია, თუმცა მე-16 ადგილზე მყოფ ბასილაშვილთან პაექრობა არ გაუჭირდა.

ბასილაშვილმა ამ ტურნირზე შარშანაც წარუმატებლად იასპარეზა, პირველ წრეში ფრანგ ჟილ სიმონთან დამარცხდა. "როლან გაროსზე" მისი საუკეთესო შედეგი 2017 წელს მესამე წრეში გასვლაა.


მკითხველის კომენტარები / 20 /
რა აზრი აქვს მე16 პოზიციას თუ ვერ გამოიყენებ,სუსტებს ხვდება და მაინც აგებს.წაგებაც არის და წაგებაც.ასე უბბძოლველად სირცვილია.
რა გჭირს ბასილაშვილო
14:17 28-05-2019
0
ტოტალიზატორი კი არა,დაგვაგლიჯა ნერვები.
ზას.
00:39 28-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული