სხვა

ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი "როლან გაროსის" პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

AutoSharing Option
27 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობაზე პირველი შეხვედრა გამართა და ხუან იგნასიო ლონდეროსთან 3 სეტში ანგარიშით 4:6, 1:6, 3:6 დამარცხდა.

25 წლის არგენტინელი მსოფლიოში 79-ე ჩოგანია, თუმცა მე-16 ადგილზე მყოფ ბასილაშვილთან პაექრობა არ გაუჭირდა.

ბასილაშვილმა ამ ტურნირზე შარშანაც წარუმატებლად იასპარეზა, პირველ წრეში ფრანგ ჟილ სიმონთან დამარცხდა. "როლან გაროსზე" მისი საუკეთესო შედეგი 2017 წელს მესამე წრეში გასვლაა.


ასევე დაგაინტერესებთ