სხვა

ჩოგბურთი

როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option
მარია შარაპოვა ივნისში, შესაძლოა, კორტს დაუბრუნდეს.

რუსმა ჩოგბურთელმა Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ის ქალაქ მალიორკაში ვარჯიშობს, 17-23 ივნისს კი მალიორკის ღია პირველობა იმართება.

ეს ტურნირი შარაპოვასთვის, შესაძლოა, უიმბლდონისთვის მოსამზადებელი ერთ-ერთი საფეხური იყოს.

32 წლის ჩოგბურთელმა ტრავმა სანქტ-პეტერბურგში გამართულ ტურნირზე მიმდინარე წლის თებერვალში მიიღო, მას შემდეგ კი კორტზე არ გამოსულა.