სხვა

ჩოგბურთი

მარიამ ბოლქვაძე ბირმინგემის ტურნირს რუს ჩოგბურთელთან მარცხით გამოეთიშა

AutoSharing Option
21 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ბირმინგემის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4-ფინალური ეტაპზე რუს ლიუდმილა სამსონოვასთან ორ სეტში - 4:6, 3:6 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

პირველი სეტის მეექვსე გეიმში ბოლქვაძემ საკუთარი მოწოდება წააგო, შემგემ მეტოქის მოწოდებაზე იმარჯვა და წონასწორობა აღადგინა, თუმცა მე-10 გეიმში კვლავ დაბრეიქდა და სეტი წააგო.

მეორე სეტში უპირატესობას რუსი ჩოგბურთელი ფლობდა, რომელმაც ქართველის ორი მოწოდება მოიგო და საბოლოოს მეტოქეს ორ სეტში სძლია.

მარიამ ბოლქვაძე დღეის მდგომარეობით მსოფლიოს 215-ე ჩოგანია.