სხვა

ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირს იტალიელით იწყებს

AutoSharing Option
ხვალ, 17 ივნისს, საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიაში, ჰალეს ტურნირში ჩაერთვება.

ქართველის მეტოქე პირველ წრეში იტალიელი მატეო ბერეტინი იქნება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეში მეექვსე ნომრადაა განთესილი. რაც შეეხება ბერეტინს, ის განუთესავთა შორისაა და მსოფლიო რეიტინგში 30-ე ადგილს იკავებს.

ტურნირში ქართველ ჩოგბურთელზე წინ გაელ მონფილსი, ბორნა ჩორიჩი, კარენ ხაჩანოვი, ალექსანდრ ზვერევი და როჯერ ფედერერი არიან.

ჰალეს 500-იანი კატეგორიის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ბორნა ჩორიჩია, ყველაზე მეტჯერ კი გამარჯებული როჯერ ფედერერი გახდა, შვეიცარიელმა აღნიშნული ტურნირი 9-ჯერ მოიგო.

altმარიამ ბოლქვაძე ბირმინგემის ტურნირს რუს ჩოგბურთელთან

მარცხით გამოეთიშა
ასევე დაგაინტერესებთ