სხვა

ჩოგბურთი

ბასილაშვილი აგებს, მაგრამ წინ მიიწევს - ქართველი ATP-ის რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის (ATP) ვებგვერდმა 24 ივნისს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთი საფეხურით წინ არის წაწეული და მე-16 ადგილს იკავებს.

საქმე ისაა, რომ მე-15 ადგილზე მყოფმა მარინ ჩილიჩმა ერთბაშად 3 საფეხურით დაიხია უკან, რის გამოც მის უკან მყოფი სამი სპორტსმენი დაწინაურდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბოლო სამ ტურნირზე საკმაოდ წარუმატებლად გამოვიდა. ის ჯერ როლან გაროსზე ხუან იგნასიო ლონდეროსთან დამარცხდა, შემდეგ შტუტგარტის ტურნირში ჩაერთო, სადაც 1/16-ფინალურ შეხვედრაში მარტონ ფუჩოვიჩს ვერ გაუმკლავდა, ბოლო კი ჰალეს ტურნირი იყო, რომელსაც ის 1/32-ფინალური ეტაპიდან მატეო
ბერეტინისთან მარცხით გამოეთიშა.

altნიკოლოზ ბასილაშვილის წარუმატებელი სერია გრძელდება

ასევე დაგაინტერესებთ