როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკულმა გამოცემა Architectural Digest-მა, რომელიც თითქმის 100 წელია ყოველთვიურად გამოდის, ფართო საზოგადოებას ცნობილი ჩოგბურთელის, მარია შარაპოვას ახალი სახლი გააცნო.

სახლი, რომელიც იაპონურ სტილშია აშენებული და მინიმალისტური ხედვის სტილს წარმოადგენს, ჩოგბურთელმა ოკეანესთან ახლოს, ლოს-ანჯელესში ააშენა.

გამოცემა ამბობს, რომ იმ ადამიანებთან საუბრიდან, რომლებიც მარია შარაპოვას სახლზე მუშაობდნენ, შეიძლება რამდენიმე საერთო ნაწილის გამოყოფა: ჩოგბურთის ვარსკვლავმა წარმოადგინა მტკიცე ხედვა, თუ როგორი საცხოვრებელი სურდა და ეს ხედვა მოიცავდა როგორც საწყის ეტაპს, ისე პროექტის ბოლო ნაწილსაც; ის იყო ინტელექტუალურად ყველაზე ცნობისმოყვარე კლიენტი, ვინც კი ოდესმე ჰყოლიათ;
მისი ხასიათი და სტილი შეესაბამებოდა ათლეტის, ესთეტიკის მოყვარულისა და ბიზნესვუმენის სულს. მოკლედ, შარაპოვა ბოსი იყო.

"მე სრულიად შეპყრობილი ვიყავი ამ მშენებლობით. მე შემეძლო ტურნირი მიმეტოვებინა, თვითმფრინავიდან გადმოვმხტარიყავი და პირდაპირ სამუშაო ობიექტზე ან არქიტექტორის ოფისში წავსულიყავი. ეს ჩემი პროექტი გახლდათ და არ ვაპირებდი ჩემი ნაწილის სხვისთვის მიბარებას", - აღნიშნა მარია შარაპოვამ.

გარდა საჩოგბურთო მიღწევებისა, შარაპოვა ბიზნესითაც არის დაკავებული. მან გამოუშვა "ნაიკის" საკუთარი ხაზი, ასევე ფლობს უმაღლესი ხარისხის შოკოლადის საკუთარ კომპანიას, ამჟამად კი სპორტული და სამწვრთნელო ობიექტების განვითარებით არის დაკავებული. ამის ფონზე, ის უდიდეს დროს უთმობდა სახლის აშენებას.

"ის სახლის ყოველ ასპექტში იყო ჩართული, ყოველი დეტალის შესახებ იცოდა ყველაფერი. ფრაზა - "ის ჩვენთან თანამშრომლობდა სახლის აშენების პროცესში", ვერ აღწერს იმ თავდადებასა და გავლენას, რაც მას სახლის დიზაინზე ჰქონდა", - ამბობს დიზაინერი გრენთ კირკფეთრიქი.

შარაპოვას სახლი პალოს ვერდზე არის განთავსებული და მისგან მალიბუს ულამაზესი ხედი იშლება. ხოლო მარიას სააბაზანოდან და საძინებლიდან კუნძული კატალინა მოჩანს. სახლში არის გასართობი სივრცე, ბოულინგის ტრასა, საცურაო აუზი. სახლი კომფორტულ და ესთეტიკურ გალერეას ჰგავს.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორი ნაზი და ქალურია სახლში, განსხვავებიღ კორტისაგან, სადაც აგრესიულობას ავლენს. მე ორივე ამპლუაში მომწონს
ruska
28 დეკემბერი 2021 18:43
3
საცხოვრებლის გარდა ყველაფერს გავს!
ბადრი
28 დეკემბერი 2021 13:41
12
მან გამოუშვა "ნაიკის" საკუთარი ხაზი რას ქვია ხალხოო სირცხვილია - ნაიკთან თანამშრომლობსო ესე მაინც დაწერეთ - შარაპოვას ფანი არ ვარ მაგრამ სახლი მართლა მაგრად მომეწონა
NN
01 ივლისი 2019 00:35
3
მოკლედ, შარაპოვა, შარაპოვა... ზვეზდა გახდა პალიტრის, შარაპოვასი აღარაფერი დატოვეს რომ პალიტრას არ გამოემზეურებინა, შარაპოვა ხომ არ გაფინანსებთ?..
შარაპოვა, შარაპოვა...
28 ივნისი 2019 18:07
12

სიახლეები პოპულარული