სხვა

ჩოგბურთი

ნოვაკ ჯოკოვიჩი: ნადალი-ფედერერთან კონკურენციამ მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელად მაქცია

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველი ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ რაფაელ ნადალთან და როჯერ ფედერერთან დაპირსირპირება დაეხმარა მას გამხდარიყო მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი.

"კარიერის დასაწყისში ძალიან არ მომწონდა, რომ ფედერერისა და ნადალის ეპოქაში მიწევდა თამაში. მათ გამო დიდი მუზარადის ბევრი ტიტული დავკარგე.

ახლა კი სრულად განსხვავებულისიტუაციაა. მე უკვე ძალიან მიხარია, რომ ემ ეპოქის ნაწილი ვარ. მათ წინააღმდეგ თამაშმა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელად მაქცია. ვფიქრობ, რომ ჩვენ სამს შორის არსებული კონკურენცია მთელი ჩოგბურის სამყაროსთვის იყო კარგი"- გადმოსცემს ნოლეს სიტყვებს ATP-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, ნოვაკ ჯოკოვიჩს დიდი მუზარადის
15 ტურნირი აქვს მოგებული, ნადალს -18, ხოლო როჯერ ფედერერს კი -20.
დიდი მუზარადის კიდევ ერთი ტურნირის მოგებას ჩოგბურთელები ხვალიდან დაიწყებენ. ჯოკოვიჩი პირველ წრეში ფილიპ კოლშრაიბერს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზეა ჩანიშნული.