უიმბლდონის უდიადეს, ხუთსაათიან ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა როჯერ ფედერერი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ტურნირი მოიგო.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ჯოკოვიჩმა ფინალში როჯერ ფედერერი 7:6, 1:6, 7:6, 4:6, 13:12 დაამარცხა და ტიტული დაიცვა. მან უიმბლდონზე მეხუთედ იმარჯვა.

ეს ჯოკოვიჩისა და ფედერერის 48-ე შეხვედრა იყო - 26 სერბმა მოიგო, ხოლო 22 შვეიცარიელმა.

შეხვედრა 5 საათსა და 2 წუთს გაგრძელდა, რაც ამ ტურნირის რეკორდია. აქამდე ყველაზე ხანგრძლივი ფინალი 2008 წელს ფედერერსა და რაფაელ ნადალს შორის იყო - 4 საათი და 48 წუთი.

38 წლის ფედერერს უიმბლდონი რვაჯერ აქვს მოგებული.

"ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეტოქე ერთ-ერთ
საუკეთესო ფინალში დავამარცხე. ეს დიდი წარმატებაა და ჩემს ოჯახთან ერთად ვიზეიმებ", - განაცხადა ნამტჩევს ჯოკოვიჩმა, რომლისთვისაც ეს დიდი სლემის მეთექვსმეტე ტიტულია.
მკითხველის კომენტარები / 7 /
/ 1 /
ამ ფინალში ფედერერი უჩვეულოდ გამოიყურებოდა, თავის თავს არ გავდა. სახეზე გაბოროტება ეტყობოდა, თვალები აგღზნებული ქონდა, ზიზღით სავსე, თითქოს ვიღაცამ დაუკარგა თავისი თვისებები, რითაც ის აქამდე გამოირჩეოდა. ერთი მხრივ გასაგებია, რომ არ უნდოდა ბოლო შანსის ხელიდან გაშვება: უიმბლდონსაც მოიგებდა როგორც ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე და ეს იქნებოდა 21-ე დიდი შლემი მისთვის, თან რაფასაც ცოტათი წინ გაუსწრებდა. ჯოკოს ვულოცავ!
არჩილ
16 ივლისი 2019 17:24
0
ჯოკოვიჩმა კი არ დაამარცხა ფედერერი, როჯერი დამარცხდა საკუთარ თავთან. 20 წელია ჩოგბურთს ვუყურებ და ასეთი იმედგაცრუება არ განმიცდია როგორც გუშინ...
musenbezi
15 ივლისი 2019 16:54
5
მიუხედავათ ჩემი დიდი პატივისცემისა ფედერერის მიმართ,მინდა ვთქვა,რომ მან მოგებული მატჩი დათმო,თითქმია100-ი პროცენტით გარანტირებული ჰქონდა მოგება და რა მოხდა? მოიქცა უპასუხისმგებლოდ,არაპროფესიონალურად და აჩუქა მოგება ჯოკოვიჩს,რაც ძალიან,ძალიან სამწუხაროა,სიმართლე გითხრათ ფედერერისგან ამას არ მოველოდი,ჯოკოვიჩიც კი შეგუებული იყო მარცხს,ასევე მისი გუნდიც,მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა.ფედერერი ამ მატჩში უკეთესი იყო და გამარჯვებასაც ის იმსახურებდა,მაგრამ......
roma
15 ივლისი 2019 11:43
9
ალბათ ამ საუკუნის საუკეთესო შეხვედრა იყო!!! ორმა მაესტრომ კორტზე შესანიშნავი სპექტაკლი დადგა !!! თითქმის 38 წლის როჯერი , 20 წლის ბიჭივით გამოიყურებოდა!!! ეს არის სწორი რეჟიმის, სწორი კვების, სწორი დატვირთვების შედეგი!!! ტყუილად არ ყავს ფედერერს გუნდში 40 კაცამდე!!! დღევანდელ ჩოგბურთში უკვე ძნელია ამის გარეშე შედეგის მიღწევა!!! ჩოგბურთის სამყარომ დღეს დიდად ისიამოვნა!!! მადლობა ნოვაკს და როჯერს ამ სპექტაკლისთვის!!!
დათო
15 ივლისი 2019 01:13
1
1-ს: ნოვაკსაც იგივე რაოდენობა ყავს გუნდში!!! წიგნის გარდა , უკვე ფილმიც გამოვიდა!!! ნოვაკი ვეგეტერიანელია, არ იღებდა ხორცს და თევზს!!! ერთ-ერთი პირველი იყო ვინც გლუტენი ამოიღო რაციონიდან!!! მაგრამ, როდესაც ვაიდა დაბრუნდა გუნდში და ალბათ გახსოვთ, რომ მანამდე ვიღაც გურუს გავლენის ქვეშ იყო და შედეგს ვერ აჩვენებდა და პლუს კუნთის მასა სერიოზულად ქონდა დაკლებული, მოთხოვა ნოვაკს თევზის და ზღვის პროდუქტების მიღება!!! ნოვკმა დაუჯერა და ვაიდას მოსვლის შემდეგ ისევ დაიწყო ნოვაკის აღმავლობა და კიდევ ყველაფერი წინ აქვს!!! ანუ გუნდს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და კარგი გუნდის გარეშე შედეგის მიღწევა შეუძლებელია!!! ეს ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამ ჩოგბურთელებს აქვთ ამის საშუალება და რატომაც არა, სწორედ იქცევიან!!!
დათო
15 ივლისი 2019 13:08
0
40 კაცი ყავს ფედერერს გუნდში მაგრამ მოუგო ჯოკომ. ჯოკოს სწორ კვებაზე წიგნი აქვს გამოშვებული და სხვა ასპექტებშიც უდიდეს სიმაღლეზე დგას, საკუთარ ნერვულ სისტემას აკონტროლებს რაც სპეცრაზმელების მახასიათებელია ისინიც მაგ დონეზე აყავთ.
1
15 ივლისი 2019 08:46
0
ჩვენმა ნიკა ბასილაშვილმა ამასთან ჩოგნების დამტვრევა კი არა უნდა მიბაძოს და ყველაფერი ისწავლოს.
Bidzi.
15 ივლისი 2019 00:26
7

სიახლეები პოპულარული