ნიკოლოზ ბასილაშვილი თავისთვის ისტორიულ ტურნირს იწყებს

AutoSharing Option
23 ივლისს, მსოფლიოს მე-16 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის პირველ შეხვედრას გამართავს. მოგეხსენებათ, კარიერაში პირველად ATP ტურის შეჯიბრი ნიკოლოზმა შარშან, სწორედ ჰამბურგში მოიგო.

იქიდან გამომდინარე, რომ შეჯიბრზე ტოპ-4 განთესილთა შორის არის, ბასილაშვილს პირველ წრეში შედარებით სუსტი მეტოქე ეყოლება საკვალიფიკაციო ბადიდან, ხოლო მისი დამარცხების შემთხვევაში ნიკოლოზი სალვატორე კარუზოსა (125) და ხუან ლოდეიროს (71) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ტურნირზე პირველ ნომრად ავსტირიელი დომინიკი ტიმი (4) არის განთესილი. მეორე ნომერი გერმანელი ალეკსანდრ ზვერევი (5) გახლავთ. ხოლო მესამე ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელი ტურნირზე ფაბიო
ფონინი (9) არის. როგორც ხედავთ, ტოპ 10-ის 3 ჩოგბურთელი თამაშობს ჰამბურგის წლევანდელ ტურნირზე და ნიკოლოზისთვის წინა წლის შედეგის გამეორება ადვილი არ იქნება.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ფონინის კარიერაში ნიკოლოზი საერთოდ არ შეხვედრია. დომინიკ ტიმს ერთხელ შეხვდა და ისიც მოუგო (6:4, 6:4). ალეკსანდრ ზვერევსაც ერთხელ შეხვდა ნიკოლოზი და თანაბარ თამაშში დამარცხა (5:7,4:6).

ჰამბურგის ტურნირი კი, 500 -იანთა კატეგორიაში შედის. მისი საპრიზო თანხა 1, 718,170 ევრო გახლავთ. გამარჯვებული 354 845 ევროსა და 500 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

ნიკოლოზს კი, 500 ქულა დასაცავი აქვს და ჩემპიონობის გარდა სხვა შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში 500 ქულას დაკარგავს და რეიტინგში საგრძნობლად დაქვეითდება. თუმცა, ნიკოლოზი, როგორც წესი, დროის ამ პერიოდიდან აჩვენებს თავის საუკეთესო ჩოგბურთს და იმედია, ჰამბურგის ტურნირს ზედიზედ მეორედ მოიგებს, რაც ბოლოს როჯერ ფედერერმა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
კარუზო ალბათ ვერ ითამაშებს!!! გუშინ უმაგში ( ხორვატია) ატპ 250 ტურნირის ნახევარფინალში დუშან ლაოვიჩთან, პირველი სეტის წაგების 7:5, შემდეგ ვეღარ გააგრძელა ასპარეზობა ტრავმის გამო!!! ნიკას წარმატებას ვუსურვებ!!!
დათო
21 ივლისი 2019 17:55
0
კარუზო ვერ მონაწილეობს ტრავმის გამო!!! ესპანელმა დავიდვიჩ-ფოკინამ ჩაანაცვლა!!! 127 რეიტინგში!!! ერთი კარგი რაც არის ფუჩოვიჩი ( დღეს კოლშრაიბერი დაანგია) არის ზედა ბადეში!!!))) ამ ფუჩოვიჩზე ( რაღაც მომენტში რობოტს მაგონებს) არა მხოლოდ ნიკას, , მეც და ალბათ ყველა ნიკას გულშემატკივარს ალერგია აქვს!!! წარმტებები ნიკას!!!
დათო
22 ივლისი 2019 22:15
0
500 ქულასაც დაკარგავს და იმ ადგილზე იქნება რეიტინგში სადაც ეკუთვნის ანუ 50 მიღმა. და მოეშვით რა ფუჭ ილუზიებს.გამომიყვანეს რა ეგეც ჯოკო ან ნადალი
dato
21 ივლისი 2019 17:21
47
სოსო 100% გეთანხმებით!!! ნიკამ ყველფერს თავისი შრომით მიაღწია, ყოველგვარი დახმარების გარეშე!!! რა პრეტენზიებია არ მესმის!!! ქვეყანაში სადაც ნორმალური კორტი არ არსობობს , შემთხვევით რომ ჩამოვიდეს ვინმე ტოპ 10-დან ან თუნდაც 100-დან, გესმით ხომ როგორი უხერხული სიტუაცია შეიქმნება!!! ვისაც ესმის ელემენტარული ჩოგბურთში ყველაფერს კარგად ხვდება, ვისაც არა, ცოტა თავი შეიკავეთ!!! მხოლოდ მადლობას იმსახურებს ნიკა ჩვენგან!!!
დათო
21 ივლისი 2019 23:16
0
დათო, ბასილაშვილისათვის ის სარეიტინგო ქულები,არავის უჩუქებია.თავისი შრომით მოიპოვა და შენ რატომ ღიზიანდები,არ მესმის.ნიკაა ბასილაშვილი.არც ჯოკოვიჩობა უნდა და არც ფედერერობა.შენს თანამემამულეს ბოღმა კი არ უნდა შეასხა,გვერდში უნდ დაუდგე და გაამხნევო მძიმე წუთებში
სოსო
21 ივლისი 2019 21:26
1
ყველა გამოხმაურება
ნიკა ისეა ამოვარდნილი,რომ ნეტავი ამ ხალხამდე მიაღწევინა როგორმე.კმაყოფილი დავრჩები.რა თქმა უნდა წარმატებას ვუსურვებ
სოსო
21 ივლისი 2019 15:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული