ეს თუ მოახერხა, საქმის 80% გაკეთებულია! - ბასილაშვილი დღეს ზვერევს ხვდება

AutoSharing Option
დღეს, 8 აგვისტოს, მონრეალის მასტერსის მერვედფინალში ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალის გამეორება გველის - ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანელ ალეკსანდრ ზვერევს შეხვდება და იმედი გვაქვს, რომ მატჩის შედეგიც ჰამბურგის შეჯიბრების მსგავსი იქნება.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი შეხვედრა ნიკოლოზისთვის ოდნავ უფრო რთული იქნება, რადგან ჰარდის საფარზე ზვერევი უფრო მეტად უტევს, ვიდრე თიხაზე, ხოლო გერმანელის დაცვითი ქმედებების ეფექტიანობა ისე არ მოიკლებს, როგორც შეტევა გაუუმჯობესდება.

ამას დაემატება ლამის 2-მეტრიანი ზვერევის მოწოდება, რომლის აღებაც ჰარდზე უფრო ძნელია, ვიდრე თიხაზე.

წინა მატჩისგან განსხვავებით, ზვერევს აღნიშნული უპირატესობა
ექნება, თუმცა მხოლოდ ეს დეტალები მატჩის ბედს ზვერევის სასარგებლოდ ვერ გადაწყვეტს, რადგან ნიკოლოზის დარტყმები ჰარდის საფარზე უფრო რთული ასაღებია.

აღსანიშნავია ის, რომ გერმანელი არც ისე სასურველ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, მწვრთნელი წავიდა, რაღაცები აერია. თან, ჰამბურგის ნახევარფინალში თავდაჯერებული იყო და თქვა, რომ მეგონა, პირველი სეტის წაგების შემდეგ ბასილაშვილსაც მოვუგებდიო, მაგრამ ვერ მოუგო.

შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ეს წაგება მის მიზანსწრაფულობას გაზრდიდა, თუმცა ამ მდგომარეობაში ზვერევისთვის ეს ძალიან რთული იქნება. ამიტომ, ვთვლით, რომ მატჩის ბედი ნიკოლოზზე იქნება დამოკიდებული. თუ ნაკლებ ორმაგ შეცდომას დაუშვებს და საჭირო დროს სწორად ითამაშებს, ალბათ, საშას დამარცხებას 2 კვირის განმავლობაში მეორედ მოახერხებს.

მთავარია, ბასილაშვილმა პირველი სეტი ითამაშოს კარგად და ეს არათუ საქმის ნახევარი, არამედ საქმის 80% იქნება.

კიდევ ერთი ფაქტი, ზვერევი და ბასილაშვილი ჰარდზე შარშან შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ თითქმის ფორმის პიკში მყოფმა საშამ ნიკოლოზი 2 სეტში დაამარცხა - 7:5, 6:4, თუმცა ადვილი შეხვედრა ნამდვილად არ ჰქონია და ნიკოლოზს ორი ბრეიკ-პოინტიდან ერთი რომ გამოეყენებინა, პირველ სეტზე მოაწვდიდა კიდეც.

მონრეალში კი, ზვერევმა პირველი წრე გამოტოვა, ხოლო მეორე წრეში მსოფლიოს 62-ე ჩოგანს, ბრიტანელ ქემერონ ნორის 2 სეტში მოუგო - 7:6, 6:4. ისე კი, ზვერევს კარიერაში ერთადერთი მასტერსი აქვს მოგებული ჰარდზე და ისიც კანადაში იმარჯვა. 2017 წელს ფინალში თვით როჯერ ფედერერს მოუგო 2 სეტში - 6:4, 6:3.

ნიკოლოზმა კი მონრეალის მასტერსის ორივე შეხვედრაში "ქამბექი" გვიჩვენა და პირველი სეტების წაგების შემდეგ ორივე მატჩში მოიგო. თან, აღსანიშნავია, რომ ორივე მეტოქე უფრო ძლიერი ჰყავდა, ვიდრე ზვერევს.

დღეს ისევ დაძაბული შეხვედრაა მოსალოდნელი და პირველი ორი შეხვედრის სცენარი ზვერევთან არ იმუშავებს. თუ გერმანელმა იგრძნო, რომ მოგება შეუძლია, მისი დამარცხება ძალიან რთული იქნება.

ნიკოლოზმა ამ ტურნირზე უკვე მოახერხა 90 სარეიტინგო ქულისა და 70 325 დოლარის გამომუშავება, თუმცა ბასილაშვილს უფრო მეტი შეუძლია და მონრეალის მასტერსის ფინალში თამაში არარეალური სულაც არ არის. თუ ნიკოლოზი ამას მოახერხებს, მსოფლიოს მე-10 ჩოგანი გახდება.

ბასილაშვილსა და ზვერევს შორის შეხვედრა თბილისის დროით 22:30 წუთზე არის ჩანიშნული, თუმცა არაა გამორიცხული, რომ მატჩი უფრო გვიან დაიწყოს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეეეჰ რა თამაში წააგო 4-5 უგუბდა ბოლოს და ერთი მოწოდება რომ მოეგო იგებდა და 7-5 წააგო მის მოწოდებაზე, მაგარი გული დამწყდა არადა რა ახლოს იყო მეოთხედფინალთან
roma
09 აგვისტო 2019 01:31
0
ნიკა მაგარია! მიდი ნიკა დღეს ზვერევი ბეჭებზე დადე! შენი იმედი გვაქვს.
gia jashi
08 აგვისტო 2019 15:51
0
ამდენი უნებლიე შეცდომებით რასაც ნიკა უშვებს შეუძლებელია 10ლის ჩოგბურთელის დამარცხება.ხოლო წინასწარ ფინალზე ლაპარაკი როდესაც მერვედფინალი არ უთამაშია უფრო ბავშვური ჭკუის ფანტაზიაა.
თემო
08 აგვისტო 2019 13:33
31
დათოს - მგონი თანმიმდევრობა გიწერიათ არასოწრად (ჯოკოვიჩი, ნადალი, ფედერერი). უნდა იყოს (ფედერერი, ფედერერი, ფედერერი!) :)))
გიორგი
08 აგვისტო 2019 16:20
0
თემო, ამდენ უნებლიე შეცდომას სამი-ოთხი მოთამაშის ( ჯოკოვიჩი, ნადალი , ფედერერი...) გარდა თითქმის ყველა უშვებს!!! ასე, რომ არ იყოს და მარტო ნიკა უშვებდეს ბევრ შეცდომას ატპ 16 არ იქნებოდა!!! თუ ძლიერ ჩაწოდებას და დარტყმებს არ აკეთებ ( ამ დროს შეცდომებს ალბათობაც იზრდება) და რისკზე არ თამაშობ დღევანდელ ჩოგბურთში წარმოუდგენელია გამარჯვება!!! ნადალი, რომ ნადალია გუშინ ევანსს ძლივს მოუგო!!! ყველას გვინდა, რომ ნიკამ გაიმარჯვოს და ვიყოთ ოპტიმისტები, რომ ასეც იქნება!!!
დათო
08 აგვისტო 2019 14:35
2
ზვერევს ვარსკვლავური სენი ჭირს ამჟამად!!! მის ინტერვიუებს უამრავი ირონიული და დამცინავი კომენტარებით ეხმაურებიან!!! ეს ორმეტრიანი კაცი , რეალურად არის ბავშვი და თან ძალიან მშიშარა!!! ვეთანხმები სტატიის ავტორს, რომ პირველ სეტში ნიკამ უნდა დაჯაბნოს ზვერევი და თუ ის ერთი აირია, გაუჭირდება თამაშში დაბრუნება!!! ასე , რომ ნიკას დიდი შანსი აქვს 1/4 ფინალში შეხვდეს ოჟეს და ხაჩანოვს შორის გამარჯვებულს!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
08 აგვისტო 2019 13:26
1
არევაზე თუ მიდგა, ნიკაზე სწრაფად და გრანდიოზულად ეგ არავის ეხერხება, თუნდაც პირველი სეტი მოიგოს და ორმაგი ბრეკიც ჰქონდეს მეორე სეტში. ასე რომ წარმოდგენა არა აქვს ამ სტატიის ავტორს რას წერს.
Odala
08 აგვისტო 2019 14:15
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული