ნიკოლოზ ბასილაშვილი ალეკსანდრ ზვერევთან ტაი-ბრეიკში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 აგვისტოს, მონრეალის მასტერსის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (16) მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანთან, ალეკსანდრ ზვერევთან დამარცხდა.

შეხვედრა ლამის სამი საათი გაგრძელდა და ბასილაშვილი მეტოქესთან ანგარიშით 5:7, 7:5, 6:7 დამარცხდა.

ზვერევმა ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში წაგებისთვის დაძაბულ ბრძოლაში რევანში აიღო.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ბასილაშვილმა პირველ წრეში სერბ დუშან ლაიოვიჩს (28) 3:6, 6:4, 6:4, ხოლო მეორეში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (35) 2:6, 6:2, 6:3 მოუგო.

მეოთხედფინალში ზვერევი ოჟე ალიასიმსა და კარენ ხაჩანოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.


alt
-ბრეიკში დამარცხდა [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />ალექსანდრ ზვერევი: მონრეალში არასდროს წამიგია
მკითხველის კომენტარები / 12 /
ასეთია ბასილაშვილი თავისი პირველი მოწოდებით,აგრესიული თამაშით რომელსაც ლამაზ გათამაშებებთან ერთად ბევრი უნებლიე შეცდომებიც ახლავს.ამაზე უკეთესი ჩვენ არა გვყავს ამიტომ ვუგულშემატკივროდ.თან მაგარი პატრიოტი.მარტო ის რად ღირდა ჰამბურგის მოგების დაჯილდოვებაზე ქართულად რომ მოგვმართა.
ამაშია საქმე
10 აგვისტო 2019 12:57
0
ნიკა, ვამაყობთ შენი კაცობით და ქართველობით, გული არ გაიტეხო, გვიყვარხარ და გისურვებთ მომავალ წარმატებებს....
გიორგი48
09 აგვისტო 2019 13:32
0
ყოჩაღ ბასილაშვილს. ძალიან კარგად ითამაშა. ორივე ჩოგბურთელმა ყველაფერი ჩადო ამ თამაშში და ბასილაშვილმა შეიძლება წააგო ეს თამაში, თუმცა აჩვენა, რომ რეალურად არანაირი სხვაობა არ არის ზვერევსა და მას შორის. მთავარია ნიკამ სტაბილურობა შეინარჩუნოს და ტოპ 10-შიც შევა შემდეგი ერთი წლის განმავლობაში !
არ ვარ იმდენად ჩახედულო ჩოგბურთში, მაგრამ რასაც ვაკვირდები - არანაკლები მადლობა ეკუთვნის მწვრთნელს, რომელმაც აშკარად დაღვინებულ ჩოგბურთელად ჩამოაყალიბა, რომლისგანაც მსოფლიოს პირველი ჩოგანის (-ების) დამარცხება (ხშირი), სულ მალე არავის არ გაუკვირდება. და დაე მიზნად დაგესახოს მსოფლიოს ნ-1 ჩოგნობა. (მეეჭვება, რომ 2-3 წლის წინ ვინმეს წარმოედგინა ბასილაშვილის ასეთი პროგრესი. ჩემი აზრით ეხლა უფრო პატარა სხვაობაა მასსა და პირველ ჩოგანს შორის, ვიდრე მანამდე იყო სხვაობა - მასსა და ტოპ-10-ეულს შორის. )
და პ.ს
ისე ნიკას ჩაწოდება რთული შესასრულებელია და მაგიტომაც აქვს ამდენი შეცდომა.
გუშინ, რომ ვუყურებდი - ზვერევზე ნაკლები წარმატებული ჩაწოდება ქონდა მთლიანობაში, თუმცა მგონი ორჯერ მეტი მოგება ქონდა თავისი ჩაწოდებიდან. შესაბამისად მაგის გამო გაკიცხვა სისულელეა, უკეთ იცის მაგან და მაგისმა მწვრთნელმა ვისთან როგორი ტაქტიკით ითამაშოს.
ნიკო
09 აგვისტო 2019 11:53
2
ყოჩაღ ბასილაშვილს. ძალიან კარგად ითამაშა. ორივე ჩოგბურთელმა ყველაფერი ჩადო ამ თამაშში და ბასილაშვილმა შეიძლება წააგო ეს თამაში, თუმცა აჩვენა, რომ რეალურად არანაირი სხვაობა არ არის ზვერევსა და მას შორის. მთავარია ნიკამ სტაბილურობა შეინარჩუნოს და ტოპ 10-შიც შევა შემდეგი ერთი წლის განმავლობაში !
არ ვარ იმდენად ჩახედულო ჩოგბურთში, მაგრამ რასაც ვაკვირდები - არანაკლები მადლობა ეკუთვნის მწვრთნელს, რომელმაც აშკარად დაღვინებულ ჩოგბურთელად ჩამოაყალიბა, რომლისგანაც მსოფლიოს პირველი ჩოგანის (-ების) დამარცხება (ხშირი), სულ მალე არავის არ გაუკვირდება. და დაე მიზნად დაგესახოს მსოფლიოს ნ-1 ჩოგნობა. (მეეჭვება, რომ 2-3 წლის წინ ვინმეს წარმოედგინა ბასილაშვილის ასეთი პროგრესი. ჩემი აზრით ეხლა უფრო პატარა სხვაობაა მასსა და პირველ ჩოგანს შორის, ვიდრე მანამდე იყო სხვაობა - მასსა და ტოპ-10-ეულს შორის. )
ნიკო
09 აგვისტო 2019 11:50
2
ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ-ნიკას მოწოდება აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს.
gio
09 აგვისტო 2019 10:23
0
ცოტა იღბალი დააკლდა ნიკას.არა უშავს,კიდევ იქნება ტურნირები.მგონი თავის თავს და თამაშს პოულობს.
სოსო
09 აგვისტო 2019 09:45
0
აეროპორტში ვუყურებდი ლაივ სკორში !!! ალბათ ძალიან დრამატული შეხვედრა იყო!!! ტაი-ბრეიკის ყურება აღარ შემეძლო, ნაღდად ვერ გადავიტანდი!!! ბოლოს გეიტის წინ ჩავხედე და .....!!! ახლა შემოვედი სახლში და პირველ რიგში წავიკითხე კომენტარები!!! ნიკას მადლობის მეტი არაფერი არ ეთქმის!!! ამ შეხვედრაში ალბათ უბრალოდ არ გაუმართლა!!! კარგის და გამაჯვებების მოლოდინში ნიკას გვერდით ვიქნებით და იმედი მაქვს რომ ძირითადი განარჯვებები წინ გველოდება!!!
დათო
09 აგვისტო 2019 05:59
0
ეს დაა-updateბული ზვერევი იყო.
სპტFu.
09 აგვისტო 2019 05:25
0
ოხ ნიკა რა დასანანი მარცხი იყო, არაუშავს გული არ გაიტეხო უფრო მეტი ვარჯიში და წარმატებებიც მოვა. ნიკას ჩაწოდება რომ ჰქონდეს საშუალოზე უფრო მეტი, იქნებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი ვარსკვლავი და პრეტენზია ექნებოდა მასტერსის თუ დიდი მუზარადის ჩემპიონობის. ამერიკის ღიაზე ველოდებით მინიმუმ მეოთხედ ფინალს
ზიზუ
09 აგვისტო 2019 04:11
0
კარგია. ბასილაშვილი ჯოკოსთან ამტვრევს ჩოგნებს, ზვერევი ბასილაშვილთან.
შემდეგი.
09 აგვისტო 2019 04:01
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული