სხვა

ჩოგბურთი

ზვერევი: ბასილაშვილთან თამაშისას შენ ვერაფერს აკონტროლებ, ის ტურში ყველაზე აგრესიული ჩოგბურთელია

AutoSharing Option
გერმანელმა ჩოგბურთელმა ალეკსანდრ ზვერევმა ნიკოლოზ ბასილაშვილის დამარცხების შემდეგ Tennis Tv-ის ტელევიზიას მცირე კომენტარი მისცა.

"ამაყი ვარ, რომ გავიმარჯვე. ყოველთვის, გამარჯვება ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემი საუკეთესო ჩოგბურთი არ მითამაშია, თუმცა მეოთხედფინალში გავედი, გზას ვაგრძელებ და ეს არის მთავარი.

თამაშის დროს ქარი ქროდა და ძნელი იყო რიტმის დაჭერა. თუმცა, როგორც გითხარით, გავიმარჯვე და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა.

იცით რა, როცა ბასილაშვილს ეთამაშები, შენს ხელთ არაფერია, თამაშს შენ ვერ აკონტროლებ. ალბათ, ის ტურში ყველაზე აგრესიული ჩოგბურთელია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეოთხედფინალში გავედი",
- განაცხადა საშამ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალეკსანდრ ზვერევთან მონრეალის მასტერსის მერვედფინალში 3 სეტში დამარცხდა - 5:7, 7:5, 6:7. ნიკოლოზმა აღნიშნულ ტურნირზე 90 სარეიტინგო ქულა და 70,325 დოლარი გამოიმუშავა.

ასევე დაგაინტერესებთ