ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის პირველივე წრეში დამარცხდა

AutoSharing Option
ცინცინატის მასტერსის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (17) ანდრეი რუბლიოვთან (70) 7:6, 4:6, 2:6 დამარცხდა, რომელსაც ჰამბურგის ტურნირის ფინალში სძლია.

2-საათიანი მატჩის შემდეგ ბასილაშვილი ტურნირს გამოეთიშა.

ცინცინატის მასტერსზე ნიკოლოზის საუკეთესო შედეგი მერვედფინალია, სადაც 2017 წელს გავიდა. შარშან ამ ტურნირზე მონაწილეობა არ მიუღია, ქულები დასაცავი არ ჰქონდა და რეიტინგში მე-17 პოზიციაზე დარჩა.

ამერიკის ღია პირველობის წინ ბასილაშვილი აშშ-ის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ცინცინატის მასტერსის საპრიზო ფონდი 6 056 280 დოლარია, გამარჯვებული კი 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ნიკოლოზმა ეს მატჩი ცუდად ჩაატარა,მაგრამ...როცა დავინახეთ ზვერევთან მატჩი მაშინ მეც კი გავიგე როგორ ხმამაღლა შეიგინა და მწყობრიდან გამოვიდა ნიკა.ფსიქოლოგიურად გადაიღალა წინა ტურნირისაც, ამიტომ ჩვენი უაზრო კომენტარებიტ და "დაგრუზვებით"არ უნდა შევაწუხოთ.მე მჯერა ნიკასი და ჩვენ ყველას უნდა გვჯეროდეს,რომ ის მოიგებს არა მარტი ერთ "მასტერსს",არამედ გაცილებით მეტს ვიდრე ველოდებით.წარმატებები ნიკას..იმედია ძალიან მალე დაძლევს და "დაგლიჯავს"ოკეანის გადაღმა.
კარგით რა
01:00 14-08-2019
4
ადამიანს ჯანმრთლობის პრობლემა რომ ჰქონდეს არა???!!! რომ გადაიღლა ამდენი ტურნირის შემდეგ არა???!!! ნადალი,რომ ნადალია ტორონტოს მერე დასვენების მიზნით აღარ ითამაშა ცინცინატში!!! ტენიანობა 80% რომ იყო არა???!!! ჩილიჩი ამის გამო რომ კინაღამ მოკვდა არა???!!! რა იარლიყებს აკერებთ ადამიანს როდესაც ამაში 100% -ით არ ხართ დარწმუნებული???!!! პირში რომლიმე ამას ეტყვით ნიკას ???!!! ვერა, იმიტომ ნიკა ღირსეული ადამიანია და პასუხს მიიღებთ შესაბამისს!!! უბრალოდ ჩამალულები ჭორიკნობთ!!! რუსებს აქვთ გამოთქმა: ყველა ადამიანი ფიქრობს თავისი არაწესიერების დონიდან გამომდინარე!!! გამგები გაიგებს!!! სად იყავით ჰამბურგი რომ მოიგო???!!! თუ მაშინ გმირი იყო და ახლა...???!!!! ატპ სპეც. სამსახურები თვალს ხუჭავენ და არ რეაგირებენ ასეთ ფაქტებზე???!!! ცოტა ხნის წინ ტატიშვილი და ტომიჩი დასაჯეს , ვითომ არ ითამაშეს და საპრიზოები დააბრუნებინეს!!! შემდეგ ორივემ შეიტანა საჩივაარი და გაამართლეს!!! იმის მაგივრად ნიკამ წააგო და მინიმუმ მორალური მზხარდაჭერა გამოხატოთ და მხარში ამოუდგეთ , ტალახს ესვრით კაცს, რომელი ამას არ იმსახურებს!!! რა თქმა უნდა ხდება მაიმუნობები , ოოღონდ უფრო დაბალი დონის ტურნირებში( ჩელენჯერები, აიტფ...) , იქ სადაც საპრიზებია მინიმალური და ცთუნება დიდია!!!! ატპ ეს ყველფერი ლუპის ქვეშ არის და ქართველი ნიკა, ერთ-ერთი ღისეული ჩოგბურთელი ატპ ტურში თავსი ქცევით, რომელსაც არანარი ლობი და დამცველი არ ყავს, ფიქრშიც არ გაივლებს ამას!!! პროცენტის მეასედსაც რომ ვუშცებდე , რომ ნიკა ამას აკეთებს .იქ დავამთავრებდი მისდამი პატივისცემას!!!
დათო
13:03 14-08-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული