ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის პირველივე წრეში დამარცხდა

AutoSharing Option
ცინცინატის მასტერსის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (17) ანდრეი რუბლიოვთან (70) 7:6, 4:6, 2:6 დამარცხდა, რომელსაც ჰამბურგის ტურნირის ფინალში სძლია.

2-საათიანი მატჩის შემდეგ ბასილაშვილი ტურნირს გამოეთიშა.

ცინცინატის მასტერსზე ნიკოლოზის საუკეთესო შედეგი მერვედფინალია, სადაც 2017 წელს გავიდა. შარშან ამ ტურნირზე მონაწილეობა არ მიუღია, ქულები დასაცავი არ ჰქონდა და რეიტინგში მე-17 პოზიციაზე დარჩა.

ამერიკის ღია პირველობის წინ ბასილაშვილი აშშ-ის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ცინცინატის მასტერსის საპრიზო ფონდი 6 056 280 დოლარია, გამარჯვებული კი 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ნიკოლოზმა ეს მატჩი ცუდად ჩაატარა,მაგრამ...როცა დავინახეთ ზვერევთან მატჩი მაშინ მეც კი გავიგე როგორ ხმამაღლა შეიგინა და მწყობრიდან გამოვიდა ნიკა.ფსიქოლოგიურად გადაიღალა წინა ტურნირისაც, ამიტომ ჩვენი უაზრო კომენტარებიტ და "დაგრუზვებით"არ უნდა შევაწუხოთ.მე მჯერა ნიკასი და ჩვენ ყველას უნდა გვჯეროდეს,რომ ის მოიგებს არა მარტი ერთ "მასტერსს",არამედ გაცილებით მეტს ვიდრე ველოდებით.წარმატებები ნიკას..იმედია ძალიან მალე დაძლევს და "დაგლიჯავს"ოკეანის გადაღმა.
კარგით რა
14 აგვისტო 2019 01:00
4
ადამიანს ჯანმრთლობის პრობლემა რომ ჰქონდეს არა???!!! რომ გადაიღლა ამდენი ტურნირის შემდეგ არა???!!! ნადალი,რომ ნადალია ტორონტოს მერე დასვენების მიზნით აღარ ითამაშა ცინცინატში!!! ტენიანობა 80% რომ იყო არა???!!! ჩილიჩი ამის გამო რომ კინაღამ მოკვდა არა???!!! რა იარლიყებს აკერებთ ადამიანს როდესაც ამაში 100% -ით არ ხართ დარწმუნებული???!!! პირში რომლიმე ამას ეტყვით ნიკას ???!!! ვერა, იმიტომ ნიკა ღირსეული ადამიანია და პასუხს მიიღებთ შესაბამისს!!! უბრალოდ ჩამალულები ჭორიკნობთ!!! რუსებს აქვთ გამოთქმა: ყველა ადამიანი ფიქრობს თავისი არაწესიერების დონიდან გამომდინარე!!! გამგები გაიგებს!!! სად იყავით ჰამბურგი რომ მოიგო???!!! თუ მაშინ გმირი იყო და ახლა...???!!!! ატპ სპეც. სამსახურები თვალს ხუჭავენ და არ რეაგირებენ ასეთ ფაქტებზე???!!! ცოტა ხნის წინ ტატიშვილი და ტომიჩი დასაჯეს , ვითომ არ ითამაშეს და საპრიზოები დააბრუნებინეს!!! შემდეგ ორივემ შეიტანა საჩივაარი და გაამართლეს!!! იმის მაგივრად ნიკამ წააგო და მინიმუმ მორალური მზხარდაჭერა გამოხატოთ და მხარში ამოუდგეთ , ტალახს ესვრით კაცს, რომელი ამას არ იმსახურებს!!! რა თქმა უნდა ხდება მაიმუნობები , ოოღონდ უფრო დაბალი დონის ტურნირებში( ჩელენჯერები, აიტფ...) , იქ სადაც საპრიზებია მინიმალური და ცთუნება დიდია!!!! ატპ ეს ყველფერი ლუპის ქვეშ არის და ქართველი ნიკა, ერთ-ერთი ღისეული ჩოგბურთელი ატპ ტურში თავსი ქცევით, რომელსაც არანარი ლობი და დამცველი არ ყავს, ფიქრშიც არ გაივლებს ამას!!! პროცენტის მეასედსაც რომ ვუშცებდე , რომ ნიკა ამას აკეთებს .იქ დავამთავრებდი მისდამი პატივისცემას!!!
დათო
14 აგვისტო 2019 13:03
3
რას ნიშნავს რუბლიოვი არ დაიღალა???!!! ყველა ერთნაირად უნდა დაიღალოს???!!! გუშინ მედვედევმაც მოგების შემდეგ ინტერვიუში თქვა, რომ ფიზიკურად მაგრად დაიღალა სიცხის და ტენიანობის გამო!!! ჩილიჩი ნახე რა დღეში იყო???!!! ბევრი რამ მართლა გეშლებათ რამოდენიმე ნიკას ვაიგულშემატკივარს!!! აქ ხართ მაგრები კლავიატურასთან, კაცს დაუსაბუთებლად ტენით რაღაცას და ამაზე წესით პასუხი მოგეთხოვებათ!!! მაგრან ამ მომენტში დაიმალებით და უარყოფთ რომ ამას ამბობდით!!! ისეთ სტილში წერ ყოველთვის, წესით ეს არ უნდა გეშლებოდეს!!! დაბოლება შენსკენ მოიკითხე , საზოგადეობა საბედნიეროდ კარგად არჩევს მტყუანს და მართალს!!!
დათო
14 აგვისტო 2019 17:24
2
:) კი მაგრამ რუბლიოვი არ დაიღალა? მან ხომ იგივე ენერგია დახარჯა რაც ბასილაშვილმა! ბევრი რამ გეშლება მეგობარო! ნუ აბოლებ საზოგადოებას!
გიოშა
14 აგვისტო 2019 16:12
3
ყველა გამოხმაურება
ბასილაშვილი არის ჩემი ერთი ერთი უსაყვარლესი და პატივსაცემი მოთამაშე, თითქმის ყველა მის თამაშს ვუყურებ და გულით ვგულშემატკივრობ, მაგრამ გუშინ ნიკამ რაც ითამაშა ეგ სპორტი არ არის, რა დავარქვა არ ვიცი, რაღაც მომენტში თუ გატყდა ნიკა თამაშში ვეღარ ბრუნდება და მერე კი აღარ უნდა უყურო შეიძლება გული გაგისკდეს მისი თამაშის შემხედვარე.ყოველი პირველ ჩაწოდებულს აფუჭებს და ამით დიდ ენერგიას ხარჯავს
ზიზუ
14 აგვისტო 2019 11:48
1
გამოდის რომ ნიკა რამდენსაც წააგებს ყველა ჩაწყობილია ე.ი. ჩოგბურთელი კი არა ყომარბაზია.იყიდე გაყიდე რა ქარვასლაა.ამაზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ,სწავლობენ ფსონების და თანხების რაოდენობას.უბრალოდ ამ დონის ჩოგბურთელია,როგორც უმეტესობა არა სტაბილური.
თემო
14 აგვისტო 2019 08:18
1
მეგობარო,თქვენ ალბათ ნიკას ახლობელი ხართ ან ტოტალიზატორში მომუშავე ან ვაი ჟურნალისტი ან სწორად ვერ აღიქვამთ თუ რა მაიმუნობები ხდება დღეს სპორტში დიდი ფულის შოვნის მიზნით.შორს წასლა არ გვჭირდება-გუშინდელი პორტუს და სელტიკის "ფეხბურთის თამაშის" ხილვის შემდეგ!
გიოშა
14 აგვისტო 2019 10:17
11
საშინელი საყურებელია როცა ქართველი ძალით აგებს მითუმეტეს რუსთან. შეიძლება ხანდახან უფრო სარფიანი იყოს წაგება, მაგრამ არა რუსთან. ვინც თამაშს უყურა დამეთანხმება 100%.
David
13 აგვისტო 2019 23:14
29
პოლიტიკას ნუ ავურევთ სპორტში!მეც არ მევასება რუსეთი,მაგრამ რუბლიოვმა რა დააშავა და მემგონი დასაფასებელია მისი კარგი თამაში.გული არავისზე ნაკლებად არ მწყდება,მაგრამ ნიკოლოზი ფსიქოლოგიამ მიიყვანა ამ მარცხამდე.სხვათა შორის ვერც კი წარმოიდგენთ ჩემს რუსეთისადმი ანტიპათიას
კარგით რა
14 აგვისტო 2019 01:08
4
Yomarobs dzmao, ra ver gaiget, yomarooooobs....
Mirosan
14 აგვისტო 2019 01:05
4
ყველა გამოხმაურება
კარგით ხალხო აგერ ფედერერიც ყომარობს "უეჭველი" თორემ რუბლევი როგორ მოუგებდა აბა? ვავრინკამაც ალბათ მაგარი კუში მოხსნა რუბლევს რომ "მოაგებინა" არა?
მალხაზი
16 აგვისტო 2019 16:01
0
100%-ით გეთანხმებით!!! პლუს ნიშიკორიმ, ნიშიოკასთან რომ წააგო!!! ზვრევმა ( 20 ორმაგი ჰქონდა) კეცმანოვიჩთან!!! სასაცილოა, ეს ხალხი თუ ასე ზუსტად არიან დარწმუნებულები, რომ თამაშები ატპ იყიდება, და იციან წინასწარ რეზულტატი მატჩების, აქ კომენტარებს კი არ უნდა აკეთებდნენ, არამედ მინიმუმ ყველა კორტზე ცენტრალური ლოჟებიდან უნდა ადევნებდნენ მატჩებს თვალყურს ან კანში და მონტე-კარლოში საკუთარ ვილებში აბოლებდნენ სიგარას!!!)))
დათო
16 აგვისტო 2019 17:05
0
აგერ შტრუფმა ვავრინკა გააგდო,რუბლევმა ციციპასი ,იზნერი გავარდა.სულ ტოტოს ბრალია არა?
თამაზი
15 აგვისტო 2019 00:19
0
მე გეტყვი ცვეტში დავით. ბასილა და რუბლევი ძმაკაცები არიან ვიცი უეჭველი. ერთად ვარჯიშობენ და სპარინგობენ. ჰამბურგის ტურნირზე რუბლევმა გაატარა. ეხლა ბასილამ.
დავით
14 აგვისტო 2019 01:00
14
Mirosan. ეს ხალხი როგორ ბოლდება. ყომარობს აბა რას შვება)). ლაბაძეც მაგრად ყომარობდა ცვეტში ვიცი რო ლაბაძე თავის წაგებებზე დებდა.

დავით
14 აგვისტო 2019 02:46
11
ბასილაშვილმა მარტო ჰამბურგის ტურნირზე უნდა ითამაშოს
dato
14 აგვისტო 2019 01:24
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული