ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის პირველივე წრეში დამარცხდა

AutoSharing Option
ცინცინატის მასტერსის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (17) ანდრეი რუბლიოვთან (70) 7:6, 4:6, 2:6 დამარცხდა, რომელსაც ჰამბურგის ტურნირის ფინალში სძლია.

2-საათიანი მატჩის შემდეგ ბასილაშვილი ტურნირს გამოეთიშა.

ცინცინატის მასტერსზე ნიკოლოზის საუკეთესო შედეგი მერვედფინალია, სადაც 2017 წელს გავიდა. შარშან ამ ტურნირზე მონაწილეობა არ მიუღია, ქულები დასაცავი არ ჰქონდა და რეიტინგში მე-17 პოზიციაზე დარჩა.

ამერიკის ღია პირველობის წინ ბასილაშვილი აშშ-ის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ცინცინატის მასტერსის საპრიზო ფონდი 6 056 280 დოლარია, გამარჯვებული კი 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ბასილაშვილმა მარტო ჰამბურგის ტურნირზე უნდა ითამაშოს
dato
14 აგვისტო 2019 01:24
9
მე გეტყვი ცვეტში დავით. ბასილა და რუბლევი ძმაკაცები არიან ვიცი უეჭველი. ერთად ვარჯიშობენ და სპარინგობენ. ჰამბურგის ტურნირზე რუბლევმა გაატარა. ეხლა ბასილამ.
დავით
14 აგვისტო 2019 01:00
14
ნიკოლოზმა ეს მატჩი ცუდად ჩაატარა,მაგრამ...როცა დავინახეთ ზვერევთან მატჩი მაშინ მეც კი გავიგე როგორ ხმამაღლა შეიგინა და მწყობრიდან გამოვიდა ნიკა.ფსიქოლოგიურად გადაიღალა წინა ტურნირისაც, ამიტომ ჩვენი უაზრო კომენტარებიტ და "დაგრუზვებით"არ უნდა შევაწუხოთ.მე მჯერა ნიკასი და ჩვენ ყველას უნდა გვჯეროდეს,რომ ის მოიგებს არა მარტი ერთ "მასტერსს",არამედ გაცილებით მეტს ვიდრე ველოდებით.წარმატებები ნიკას..იმედია ძალიან მალე დაძლევს და "დაგლიჯავს"ოკეანის გადაღმა.
კარგით რა
14 აგვისტო 2019 01:00
4
საშინელი საყურებელია როცა ქართველი ძალით აგებს მითუმეტეს რუსთან. შეიძლება ხანდახან უფრო სარფიანი იყოს წაგება, მაგრამ არა რუსთან. ვინც თამაშს უყურა დამეთანხმება 100%.
David
13 აგვისტო 2019 23:14
29
თამაშს უყურეთ? ეგრე კაჭარავასაც ყავს იქნებ მეგობრები რუსეთში და მაგის გამო რაგბშიც წავაგოთ რუსეთთან. როცა ქვეყნის სახელით ასპარეზობ ჯერ შენი გულშემატკივრის აზრი უნდა გაითვალისწინო. ნადალს ჯოკოვიჩს და ფედერერს არ ყავთ მეგობრები? მათზე არასდროს მსმენია იმიტომ გამოვარდნენ რომ მეგობარი გაატარესო. ბოლომდე ობრძვიან და კიდევაც არიან ყველაზე წარმატებულები. რაც შეეხებს პოლიტიკას სამწუხაროდ დღეს სპორტი ხან პოლიტიკაა და ხანაც ბიზნესი გააჩნია სიტუაციას.
David
14 აგვისტო 2019 03:47
11
პოლიტიკას ნუ ავურევთ სპორტში!მეც არ მევასება რუსეთი,მაგრამ რუბლიოვმა რა დააშავა და მემგონი დასაფასებელია მისი კარგი თამაში.გული არავისზე ნაკლებად არ მწყდება,მაგრამ ნიკოლოზი ფსიქოლოგიამ მიიყვანა ამ მარცხამდე.სხვათა შორის ვერც კი წარმოიდგენთ ჩემს რუსეთისადმი ანტიპათიას
კარგით რა
14 აგვისტო 2019 01:08
4
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული