ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში დაქვეითდა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ATP-ს რეიტინგში დაქვეითდა და ახლა მსოფლიოს მე-18 ჩოგანი გახლავთ.

რეიტინგში ნიკოლოზის საუკეთესო შედეგი მე-16 პოზიცია გახლდათ. მოახლოებულ ტურნირებზე ბასილაშვილს ქულების დაცვა მოუწევს. პირველ ჯერზე ეს ამერიკის ღია ჩემპიონატზე უნდა გააკეთოს, სადაც შარშან მე-4 წრეში გავიდა.

ამერიკის ღია ჩემპიონატის შემდეგ შანხაის ტურნირი მოდის. აი, იქ ნიკოლოზს 500 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი, რადგან შარშან გამარჯვებული გახდა და ფინალში ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სპორტული ჟურნალისტი იყო Dა გაგებაში არაა Aვტორი
Petre
25 აგვისტო 2019 20:50
0
შანხაის არა, პეკინის!!!
დათო
20 აგვისტო 2019 19:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული