ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში ცნობილია

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს (65) შეხვდება.

ბასილაშვილი 27 წლის მადიარს შვიდჯერ დაუპირისპირდა და მხოლოდ ორჯერ იმარჯვა.

თუ ფუჩოვიჩს სძლია, მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე ჩეხ ტომაშ ბერდიხსა (101) და კვალიფიკაციიდან გასულ ჩოგბურთელს შორის გამარჯვებული იქნება.

ბასილაშვილისა და ფუჩოვიჩის მატჩი 26 აგვისტოს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.

ტურნირის საპრიზო ფონდი 28 619 350 აშშ დოლარია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფუჩო ვის?? :)))
რაო მერე გივმა
10:32 23-08-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული