US OPEN : მარიამ ბოლქვაძემ ისევ იმარჯვა და კვალიფიკაციაში გადამწყვეტი მატჩი ელის

AutoSharing Option
22 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის კვალიფიკაციის მეორე ეტაპზე, 21 წლის მარიამ ბოლქვაძემ (202) დაძაბულ ბრძოლაში, რომელიც 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, სამხრეთკორეელ ნა-ლაე ჰანს (163) 2:6, 6:2, 7:5 სძლია.

შეგახსენებთ, პირველ წრეში ბოლქვაძემ ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი 6:4, 6:2 დაამარცხა.

კვალიფიკაციის მესამე რაუნდში ბოლქვაძე ჩინელ შილინ ქსუს დაუპირისპირდება, რომელმაც რუს ვარვარა ფინკს 6:3, 6:2 მოუგო.

ჩინელის ძლევის შემთხვევაში, ბოლქვაძე ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
არის მესამე გამარჯვებაც!!! ყოჩაღ მარიამ!!! US Open-ის ძირითად ბადეში უკვე ორი ჩოგბურთელი გვყავს ქართველებს: ბოლქვაძე - ბასილაშვილი. სულ გამარჯვების გზებით გევლოთ!!! წარმატებები!!!
მალხაზი
24 აგვისტო 2019 01:37
1
მოიგოოოოოოოო!!! ძალიან მაგარი გოგო ხარ!!! ძირითად ბადეშიაააა!!!
დათო
24 აგვისტო 2019 01:33
0
გგულშემატკივრობთ მთელი სულით და გულით, წარმატებები პატარა
Megreli
23 აგვისტო 2019 16:29
0
მორიგ გამარჯვება მივულოცოთ მარიამ ბოლქვაძეს!!! ძალიან გაგვახარა!!! სულ ასე გაეგრძელებინოს ბოლომდე (ისე რა თქმა უკეთესი იქნება სეტის წაუგებლად თუ გაიმარჯვებს და ზედმეტ ენერგიას (და მისი გულშემატკივრების ნერვებსაც :)) არ დახარჯავს ხოლმე, თუმცა მთავარი მატჩის მოგებაა).
ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა ორივე შეხვედრაში, არ გატყდა ფსიქოლოგიურად და ბოლომდე იბრძოლა. ასე შემართებით თუ გააგრძელებს თამაშს, დარწმუნებული ვარ აუცილებლად მოვა დიდი წარმატებები ...
მალხაზი
23 აგვისტო 2019 12:58
0
ყოჩაღ მარიამ!!! მესამე სატში 0:3 აგებდა და მაინც შეძლო გამარჯვება!!! ახალი ინფო : ნიკა US Open 1/64 ხვდება ფუჩოვიჩს !!! სხვათაშორის კარგ ბადეში მოხვდა ჩემი აზრით!!! წარმატებები ჩვენ თანამემამულეებს!!!
დათო
23 აგვისტო 2019 00:14
2
ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე მაგდალენა რიბარიკოვას მომგების დაამარცხება - ეს უკვე ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს...! წარმატებები მარიამ!
გიოშა
22 აგვისტო 2019 23:43
0
ყოჩაღ, წარმატებები!
sormona
22 აგვისტო 2019 23:22
0

სიახლეები პოპულარული