სხვა

ჩოგბურთი

US OPEN : მარიამ ბოლქვაძემ ისევ იმარჯვა და კვალიფიკაციაში გადამწყვეტი მატჩი ელის

AutoSharing Option
22 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის კვალიფიკაციის მეორე ეტაპზე, 21 წლის მარიამ ბოლქვაძემ (202) დაძაბულ ბრძოლაში, რომელიც 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, სამხრეთკორეელ ნა-ლაე ჰანს (163) 2:6, 6:2, 7:5 სძლია.

შეგახსენებთ, პირველ წრეში ბოლქვაძემ ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი 6:4, 6:2 დაამარცხა.

კვალიფიკაციის მესამე რაუნდში ბოლქვაძე ჩინელ შილინ ქსუს დაუპირისპირდება, რომელმაც რუს ვარვარა ფინკს 6:3, 6:2 მოუგო.

ჩინელის ძლევის შემთხვევაში, ბოლქვაძე ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდება.