US OPEN: მოუგო, მოუგო - მარიამ ბოლქვაძემ პერას რა მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის პირველ ტურში მარიამ ბოლქვაძემ (202) ამერიკელ ბერნარდა პერას (65) 6:3, 5:7, 6:4 სძლია.

მატჩი 2:20 საათი გაგრძელდა და მესამე სეტში ბოლქვაძეს ექიმების დახმარება დასჭირდა, მაგრამ ბრძოლა გააგრძელა და გაიმარჯვა კიდეც.

შეგახსენებთ, ამ ტურნირის კვალიფიკაციაში მარიამმა ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი (101) 6:4, 6:2, სამხრეთკორეელი ნა-ლაე ჰანი (163) 2:6, 6:2, 7:5 და ჩინელი შილინ ქსუ (215) 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა.

21 წლის ბოლქვაძე მეორე წრეში მსოფლიოს მესამე ჩოგანს, 27 წლის ჩეხ კაროლინა პლიშკოვას  დაუპირისპირდება, რომელმაც თანამემამულე ტერეზა მარტინკოვას
7:6, 7:6 მოუგო.

მან 50 სარეიტინგო ქულა და 100 ათასი დოლარი გამოიმუშავა და რეიტინგში 151-ე ადგილზე აღზევდა, რაც ნამდვილი ბლიც-კრიგია, ვინაიდან სლემის დაწყებამდე მესამე ასეულში იმყოფებოდა.

altნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე ისევ ერთ დროს ითამაშებენ

მკითხველის კომენტარები / 28 /
გოგო ხარ, მარა მგელი ხარ!!! იხაროს შენმა მშობელმა!!!
პავლე
21:58 26-08-2019
0
ბრავო მარიამ!მოლოდინს გადააჭარბე.რაც აქამდე გააკეთე საოცარია,ხოლო თუ პლეშკოვაც გაისტუმრე,ფანტასტიკა იქნება და დაე ღმერთი შეგეწიოს.მისმა ავტორიტეტმა არ შეგაშინოს,როგორც თამაშობდი,ისე განაგრძე და ყველაფერი გამოგივა
სოსო
21:50 26-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული