US OPEN: ნიკოლოზ ბასილაშვილმა 18 წლის ბრუკსბი 4 სეტში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა 18 წლის ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბის (394) 4 სეტში 3:6, 7:6, 7:5, 6:2 სძლია.

28 აგვისტოს დანიშნული მატჩი წვიმის გამო გადაიდო, 29 აგვისტოს დაიწყო, 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა და 30 აგვისტოს დასრულდა...

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილს მარჯვენა ხელის ტრავმა აქვს.

ბრუკსბი პირველ სამ სეტში მაგრად ებრძოლა ჩვენებურს, თუმცა შემდეგ გამოცდილებამ და კლასმა თავისი გაიტანა.

მესამე წრეში ნიკოლოზი გერმანელ დომინიკ კოპფერს (118) შეხვდება, რომელიც ტურნირში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო, დღეს კი ამერიკელი რეილი ოპელკა
6:4, 6:4, 7:6 დაამარცხა.

ბასილაშვილი და კოპფერი ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან, მათი მატჩი კი 31 აგვისტოსაა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, პირველ წრეში ბასილაშვილმა  უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს (65) 3:6, 6:4, 6:2, 3:6, 6:3 მოუგო.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ნიიიიიკოოოოოოოო
ცისმარის ბებია
30 აგვისტო 2019 19:22
0
ასე გაბოროტებული როგორ ხართ ხალხო "ყოჩაღ ნიკა, წარმატებები" კომენტარსაც კი დისლაიქსაც რო უწერთ????????
ჰეითერებო მიყენდით
30 აგვისტო 2019 12:20
3
კრიტიკა რომ მაგარი იცით ამ ქართველმა გულშემაკივარმა, რა სამარცხვინო კომენტარები იწერებოდა სოციალურ ქსელში პირველი სეტის შემდეგ ?! ჩოგბურთის ყურება გუშინ დაიწყეთ ნიკას ხათრით და ეხლა პროფესიონალ კრიტიკოსებად იქეცით ხო?. ჯერ გაერკვით ჩოგბურთში, მსგავსი რამეები ხშირად ხდება ნიკა რომც დამარცხებულიყო ამას თავის მიზეზი აქვს, ჯერ ერთი ხელის ტრამვააქვს უკვე რამდენიმე თვეა, ისედაც მოწოდება არაა მისი კოზირი და ეხლა მითუმეტეს, და ამის გამო ვერც ბექჰენდს ხმარობს წინანდელივით. მოწინააღმდეგე კი მასპინძელი, ერთერთი იმედისმომცემი ბიჭია საკმაოდ ძლიერია ჯერ ეხლა დაიწყო პროფესიონალებში თამასი და წინა წრეში უკვე ბერდიხი გამოაგდო.
semi
30 აგვისტო 2019 11:32
2
ყველაფერში გეთანხმებით!!! ადამიანების გარკვეული კატეგორია საერთოდ არ ადევნებს თუ რა ხდება მთლიანად ატპ ტურში!!! ადრეც ვწერდი, ეს ადამიანები თუ სამ ან ოთხ ნაცნობ გვარს( ჯოკოვიჩი, ნადალი, ფედერერი...) არ ხედავენ ნიკას მეტოქის გრაფაში, უკვე უკამაყოფილებას გამოხატავენ, თუ როგორ წააგო ან 5 სეტიანი, როგორ სამ სეტში არ მოიგო!!! პირველივე წრეში ტურნირს გამოეთიშა TOP 10-ის ნახევარი : ტიმი, ციციპასი, ხაჩანოვი, ფონინი, ბაუტისტა-აგუტი!!! პლუს პირველივე წრეში დამარცხდა ოჟე ალიასიმი!!! გუშინდელი ნიკას ამერიკელი მეტოქე არის ერთერთი უნიჭიერესი ჩოგბურთელი , რამდენი ტურნირი აქვს მოგებული ბოლო პერიოდში შეგიძლიათ ნახოთ!!! პლუს მაყურებლის მხარდაჭერა ჰქონდა კოლოსალური!!! გუშინ WTA ტოპ 200 ის ამერიკელმა ტაუნსენდამა სამ სეტში მოუგო სიმონა ჰალეპს, და მაყურებლის მხარდაჭერამ ამაში დიდი როლი შეასრულა!!! ღვთის შემწეობით ნიკა ჯერჯერობით კარგად მიდის და ვისურვოთ , რომ ასე გაგრძელდეს!!!
დათო
30 აგვისტო 2019 13:08
1
ყოჩაღ ნიკა!!! ძალიან გაგვახარე!!! წარმატებას გისურვებ!!!
დათო
30 აგვისტო 2019 01:34
8
3,06 საათი გაუგრძელდა ნიკას და 15 ორმაგი შეცდომა ჰქონდა,4 ეისი მხოლოდ.რა თქმა უნდა ვულოცავ,მაგრამ მეტი მობილიზებაა საჭირო,უფრო ძლიერი და გამოცდილი,ამდენს არ აპატიებდა.კეპფერის გადალახვა მე მგონი ნამდვილად მართებს ნიკას და მაშინ უკვე ქულებით კარგად შეივსებს რეიტინგს
სოსო
30 აგვისტო 2019 01:21
3
მაგ ბიჭმა არანაკლებ გამოცდილი ბერდიხი გააგდო.
თამაზი
30 აგვისტო 2019 11:00
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული