US OPEN: ნიკოლოზ ბასილაშვილი ოთხ სეტში კოპფერთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (15) გერმანელ დომინიკ კოპფერთან (118) 3:6, 6:7, 6:4, 1:6 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

განსაკუთრებით დასანანი ნიკოლოზის მიერ მეორე სეტის დათმობა იყო, რომელსაც 4:1-ს იგებდა, მესამე სეტში გამარჯვების შემდეგ, თამაშის შემოტრიალების იმედი გაჩნდა, მაგრამ მეოთხე სეტში უშანსოდ დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში ბასილაშვილმა უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს (65) 3:6, 6:4, 6:2, 3:6, 6:3, ხოლო მეორეში ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბის (394) 3:6, 7:6, 7:5, 6:2 მოუგო.

კოპფერმა ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და მეოთხე წრეში სავარაუდოდ, საუცხოო
ფორმაში მყოფ დანილ მედვედევს დაუპირისპირდება, რომელიც ესპანელ ფელიციანო ლოპესს ხვდება.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ყველა ვისთანაც წელს წააგო ბასილამ ოჟე ალიანსი,ლონდერო,ევანსი,ბარეტინი ასეულს მიღმა ტენისისტები ,შემდეგ ძლივს გააჩერეესწ ათეულის მხეცებმა და ასეულში დამკვიდრდენ.ეხლაც ნახეთ რა ომი გადაიტანა მედვედევმა უცნობი გერმანელისგან?ასე რომ ტოტოს მოყვარულებო მოეშვით ბასილას ძაგებას მხოლოდ იმიტომ რომ მან ამომავალ მხეცებთან წააგო!
თამაზი
02 სექტემბერი 2019 08:27
2
ეს მე18 თუ მე17 ჩოგანი როგორაა ძალიან მიკვეირს.ტიპი მერვედფინალშიც არ გასულა არცერთ დიდ სლემზე...როგორ ადგენენ ამ რეიტინგს,საოცრებააა...
gocha
31 აგვისტო 2019 17:38
9
თუ თქვენ სრულად ადევნებთ თვლყურს მთელ ATP ტურს მაშინ ეს ძნელი გასაგები არ უნდა იყოს!!! და თუ მხოლოდ ბასილაშვილის შედეგებით მსჯელობთ, დასკვნის გაკეთება გაგიჭირდებათ, სწორ ლოგიკას ვერ იპოვით!!! ანუ 8-10 მოთამაშის გარდა, ყველა თითქმის ერთნაირ მდგომარეობაშია!!!
დათო
01 სექტემბერი 2019 00:04
0
მესმის ქართველია და ვგულშემატკივრობთ მაგრამ სიმართლე ისაა რომ ერთი არა სტაბილური ჩოგბურთელია რომლის თამაშებზე ბევრია ეჭვი რომ მთლად სუფთა არაა ხოლმე. ამის ასაკში ნოლე ნადალი და სხვები ფრინავდნენ და ეს ვერ დაიხვეწა საბოლოოდ და ვერც დაიხვეწება მგონი ვერასოდეს
Tom
31 აგვისტო 2019 15:23
8
რა ტოტალიზატორი, რა სისულელეა, მილიონებია საპრიზო ფონდი, ვუყურე წუხელ, ბასილაშვილს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმები აქვს ორივე მხრიდან, მაგრამ მაშინ ურტყამს, როცა ბრაზდება. აი ყველა წაგებები კი ჩაწოდების ბრალია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე უარესი აქვს. თუ დახვეწა მოწოდება, აუცილებლად შევა ათეულში.
მინდია
31 აგვისტო 2019 12:30
3
ტოტალიზატორებში ავადმყოფები დადიან და რა გიკვირს! ამას წინათ ერთი ნაცნობი შემხვდა და მოვიკითხე ცოლ-შვილი როგორა გყავს მეთქი და იმან მიპასუხა თუ როგორ წააგო ბარსელონამ ძალით ბილბაოსთან. პასუხი ხომ მაგარია არა?)
დავით 67
31 აგვისტო 2019 14:35
5
ვეღარ გაიგეთ რომ საშუალო დონის ჩოგბურთელია თან არასტაბილური.ან ამ დონეს რომ მიაღწია ამ ყველანაირად დაჩმორებულ საქართველოში გასაკვირია.თან პერიოდულად ხელიც აწუხებს.მოკლედ შევეგუოთ რო ამ დონის არის და თუ მეტ წარმატებას მიაღწევს გავიხაროთ.
ასეა ეს
31 აგვისტო 2019 12:19
8
თამაშს უყურეთ?? მე მგონი არ მინახავს ვინმე ასე ძლიერად და სუფთად ურტყამდეს ბურთს ყოველი გეიმისას. როგორც ჩანს ისიც არასტაბილურია, თორემ აქამდე გვეცოდინებოდა მისი სახელი. მოწოდება უძლიერესი, კარგად მოძრაობს კორტზე - ამის შედეგად ბევრ შეცდომას აშვებინებდა ნიკას.
odala
31 აგვისტო 2019 12:07
6
კალაშნიკოვამაც გაიარა ერთი წრე და პატარა შრიფტით მაინც დაწერეთ სტატია , კუთხეში რომ ამოაგდოს ისეთი :D:P
კახა
31 აგვისტო 2019 12:05
0
ოთხივე დიდი მუზარადის ტურნირი ჩააგდო რაც ძალიან საწყენია. ხელის ტრავმა აწუხებს აშკარად. თან ორი დღე ზედიზედ ათამაშეს. გამოჯანმრთელებას და წარმატებებს გისურვებ ნიკოლოზ.
ტატო
31 აგვისტო 2019 11:49
1
ოცეულის ყველაზე არასტაბილური "იგროკი".
D.N.
31 აგვისტო 2019 11:38
7
ხაჩანოვი?
თამაზი
31 აგვისტო 2019 12:29
1
არ შეიძლება მთელი ვარჯიშის პერიოდი ჩაწოდებებს დაუთმოს? ამ დონის ჩოგბურთელს ასეთი ძალიან ცუდი ჩაწოდება არ შეიძლებ რომ ქონდეს. არიან შედარებით სუსტი ჩაწოდების მქონე ძლიერი ჩოგბურთელები, მაგრამ ასეთი უსუსტესი არ მახსენდება. მათ შორის ნადალსაც კი არ აქვს ძლიერი ჩაწოდება, მაგრამ...
ბადესთან თამაშიც დიდი მინუსი აქვს ნიკას, თუმცა უკანა ხაზიდან იმდენად ძლიერია, რომ ამას მეტ-ნაკლებად აკომპენსირებს. ჩაწოდებაში კი აუცილებელია მომატება. ჩემი აზრით ეს არის მთავარი ფაქტორი მისი არასტაბილურობის.
არასტაბილური
31 აგვისტო 2019 11:31
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული