სხვა

ჩოგბურთი

რაფაელ ნადალი: ჯოკოვიჩი ამას არ იმსახურებს

AutoSharing Option
ჩოგბურთის ესპანელმა ვარსკვლავმა რაფაელ ნადალმა კომენტარი გააკეთა პუბლიკის რეაქციაზე, რომელიც ჯოკოვიჩი-ვავრინკას შეხვედრის დროს ჯოკოვიჩის მატჩიდან მოხსნის გადაწყვეტილების გამოცხადებას მოჰყვა.

"მე ვთვლი, რომ ნოვაკი სტვენას არ იმსახურებს. ის გამორჩეული სპორტსმენია. თუკი მას თამაშის დასრულება ასე მოუწია, ეს ნიშნავს, რომ მას ძალიან სტკიოდა და შეხვედრის გაგრძელება არ შეეძლო. ის ყველაზე მეტად განიცდიდა ტკივილს, ვიდრე ტრიბუნებზე მყოფი ნებისმიერი ადამიანი.

წარმოგიდგენიათ, მან ხელიდან დიდი სლემის მოგების შანსი გაუშვა, თან მისთვის ყველაზე კომფორტულ საფარზე. თან უიმბლდონის მოგების შემდეგ ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იყო", - თქვა US
Open-ის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას ნადალმა.

შეგახსენებთ, ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია ჩემპიონატის მეოთხე წრეში სტანისლას ვავრინკას ეთამაშებოდა. ანგარიში სეტებში 2:0 იყო ვავრინკას სასარგებლოდ, მესამე სეტში კი 1:1-ზე ნოვაკმა გეიმი საკუთარ მოწოდებაზე 0-ზე წააგო და სწორედ ამის შემდეგ მოეხსნა თამაშიდან. ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას კი არტურ ეშის სტადიონზე შეკრებილი პუიბლიკის სტვენა მოჰყვა.