US Open 19 წლის თინეიჯერმა მოიგო და ისტორია შეცვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 8 სექტემბერს გამართულ US Open -ის ფინალში 19 წლის ბიანკა ანდრეესკუმ თვით სერენა უილიამსი დაამარცხა 2 სეტში და კარიერაში პირველი დიდი სლემის ტურნირი მოიგო. კანადელს სერენა დასამარცხებლად მხოლოდ 2 სეტი დასჭირდა- 6:3, 7:5

ბიანკა ანდრეესკუ გახდა პირველი კანადელი, რომელმაც ჩოგბურთის ღია ერაში (დაიწყო 1968 წელს, როცა დიდი სლემებზე პროფესიონალ ჩოგბურთელებთან ერთად მოყვარულის სტაუსი მქონეებიც დაუშვეს) დიდი სლემის ტურნირის მოგება მოახერხა.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და 1 საათსა და 36 წუთს გაგრძელდა. თუ პირველ სეტში ყველაფერი მშვიდად იყო და კანადელმა
2 ბრეიკით მოახერხა მოგება, მეორე სეტი მართლაც თრილერი გამოდგა. ანდრეესკუ 2 ბრეიკით 5:1-ს იგებდა და მატჩზე აწვდიდა, ჩემპიონშიპ-პოინტიც  ჰქონდა, თუმცა სერენამ საოცარი რამ შემოგვთავაზა და ანგარიში გაათანაბრა- 5:5. თუმცა, მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო და დამარცხდა.

19 წლის გოგონამ ამერიკის ღია ჩემპიონატის მოგებით  3,850,000 დოლარი გამოიმუშავა და 2000 სარეიტინგო ქულა მიიღო.

ანდრეესკუს, რეალურად, 2 მარტის შემდეგ არ წაუგია. მას შემდეგ 1-ხელ თამაშიდან მოეხსნა და 1-ხელ კორტზე ვერ გამოცხადდა. ამ პერიოდში ჩატარებული ყველა შეხვედრა მოიგო და ხვალიდან, დამსახურებულად გახდება მსოფლიოს მე-5 ჩოგანი.



მკითხველის კომენტარები / 1 /
1-ხელ????? ეს რა უბედურებაა, ან სკოლაში არ გივლიათ, ვინ გასწავლათ ასე წერა თქვე დალოცვილებო
redaqcias
17:48 08-09-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული