დანილ მედვედევი: ვუყურებდი რაფას სლემებს და ვფიქრობდი, მე რომ მომეგო, რას აჩვენებდით?!.

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 9 სექტემბერს გამართულ US Open-ის ფინალში 5-სეტიან (5:7, 3:6, 7:5, 6:4, 4:6) დაპირისპირებაში მარცხის შემდეგ ეკრანზე რაფაელ ნადალის მიერ მოგებულ სლემებს აჩვენებდნენ, კადრებს იმ სლემების ფინალებიდან, როცა რაფამ გაიმარჯვა და ამასთან დაკავშირებით დანილ მედვედევმა საკმაოდ ღირსეული და ამავე დროს, მხიარული რამ თქვა:

"როცა ეკრანს ვუყურებდი და იქ ჩანდა პირველი დიდი სლემი, მეორე, მესამე.... მე-19, იცით, როგორი რეაქცია მქონდა? "მე რომ მომეგო, ნეტა რას აჩვენებდნენ?"

23 წლის დანილ მედვედევისთვის ეს დიდი სლემის პირველი ფინალი იყო, რომელშიც თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა.
აღსანიშნავია, რომ მედვედევსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და ნიკოლოზმა აღნიშნა კიდეც, რომ ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ სწორედ დანილს გულშემატკივრობდა.

მედვედევი უკვე მსოფლიოს მე-4 ჩოგანი გახდა და როჯერ ფედერერს არც ისე ბევრი ქულით ჩამორჩება. ხოლო რაფა კი, მეორე ადგილზე დარჩა, თუმცა ნოვაკ ჯოკოვიჩთან 600 სარეიტინგო ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი მომავალი გელის თან რაღაცნაირად ძალიან შარმიანი მხიარული ბიჭია ინტერვუუდანაც ეტყობა შედეგებზე არაფერს ვიტყვი მისი ასაკიდან რაც წელს გააკეთა ბრავო ჩემი აზრით მომავალი პირველი ჩოგანი ეროვნება რა შუაშია ტიპი მარტო შემატებს უდიდეს პოპულარობას ამ სპორტის სახეობას და თვითონაც უკვე ბევრი ფანი გაიჩინა
Anj: Antey
09 სექტემბერი 2019 19:33
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული