სხვა

ჩოგბურთი

მარიამ ბოლქვაძე WTA-ს რეიტინგში 46 საფეხურით დაწინაურდა

AutoSharing Option
21 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე WTA-ს რეიტინგში 46 საფეხურით დაწინაურდა და ახლა მსოფლიოს 156-ე ჩოგანი გახდა.

მარიამის ეს წინსვლა ამერიკის ღია ჩემპიონატის მეორე წრეში გასვლამ გამოიწვია, სადაც, მართალია, მსოფლიოს მეორე ჩოგან კაროლინა პლიშკოვასთან დამარცხდა, თუმცა მეორე სეტი საკმაოდ კარგად ჩაატარა.

1-საფეხურიანი წინსვლა აქვს ნიკოლოზ ბასილაშვილს და ახლა მე-17 ადგილს იკავებს. ბასილაშვილმა US Open-ზე ქულები დაკარგა, თუმცა რეიტინგში მის წინ მყოფი ჯონ ისნერი 6 საფეხურით დაქვეითდა, ხოლო ხუან მარტინ დელ პოტრო - 55 საფეხურით. ამ მოვლენებმა ნიკოლოზის წინსვლა განაპირობა.

ბოლქვაძე WTA-ს რეიტინგში 46 საფეხურით დაწინაურდა" style="height: 50px; width: 50px;" />მარიამ ბოლქვაძე WTA-ს საიტის პირველ გვერდზე - "ის არსაიდან მოვიდა და დიდი სცენისთვის მზად არის"

altავსტრალიელი მსაჯის ქართული მადლობა მარიამ ბოლქვაძეს [VIDEO]

altნიკოლოზ ბასილაშვილი წლის ბოლოს ოპერაციას გაიკეთებს - 4 აგვისტოს დაიჯესტი

ასევე დაგაინტერესებთ