ნიკოლოზ ბასილაშვილმა (17) მეცის ATP-ის 250-იანი ტურნირის მერვედფინალში გერმანელი იანიკ მადენი (129) 6:2, 7:6 დაამარცხა.
ბასილაშვილი ტურნირზე მეორე ნომრადაა განთესილი. პირველ წრეში თავისუფალი იყო. მადენს 1 საათსა და 34 წუთში სძლია, 1/4-ფინალში კი 34 წლის ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას (51) შეხვდება.
ისინი აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ანგარიში 1:1-ია.
ბასილაშვილისა და ცონგას მატჩი 20 სექტემბერს, 21:30 საათზეა ჩანიშნული.