ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერსის პირველ წრეში თავისი მეწყვილე დაამარცხა

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერსის პირველ წრეში თავისი ყოფილი მეწყვილე და მეგობარი მოლდოველი რადუ ალბოტი (45) 3 სეტში დაამარცხა: 4:6,6:1, 6:3.

ნიკოლზმა დასაცავი ქულები უკვე დაიცვა, რადგან შარშანდელ ტურნირზე მეორე წრიდან გამოვარდა. შესაბამისად, ყოველი დაძლეული რაუნდი მისთვის დამატებითი სარეიტინგო ქულებია, რომლებიც ძალიან სჭირდება პეკინის ტურნირზე დაკარგული ქულების გამო.

შემდეგ წრეში, ნიკოლზი ფრანგ ბენუა პაირსა (23) და იტალიელ მარკო ჩეკინატოს (63) შორის გამარჯვებულს შეხვდება. მეტოქის დამარცხების შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელი 90 სარეიტინგო ქულითა და 92, 175 დოლარით დაჯილდოვდება.

შანხაის მასტერსის საპრიზო
ფონდი 7, 473, 620 დოლარი გახლავთ. გამარჯვებული 1, 373, 995 დოლარსა და 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.


მკითხველის კომენტარები / 2 /
საწყენია ალბოტი რომ შეხვდა ეგ და ბასილა მეგობრობენ.
Semi
18:30 06-10-2019
4
ყოჩაღ ნიკა!!! წარმტებები!!!
დათო
14:20 06-10-2019
5

სიახლეები პოპულარული