ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსზე მსოფლიოს მე-5 ჩოგანთან დამარცხდა

AutoSharing Option
10 ოქტომბერს, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის მესამე წრეში მსოფლიოს მე-5 ჩოგანთან, ავსტრიელ დომინიკ ტიმთან 2 სეტში 3:6, 4:6 დამარცხდა.

ნიკოლოზი, სამწუხაროდ, თავისი საუკეთესო თამაშისგან ძალიან შორს იყო და დადებით საჩოგბურთო უნარებს მხოლოდ ეპიზოდურად აჩვენებდა, რაც მსოფლიოს მე-5 ჩოგანის დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. სასწაული თამაში არც ავსტრიელს უჩვენებია, თუმცა ქართველზე ნაკლები შეცდომა დაუშვა.

ბასილაშვილმა შანხაის ტურნირზე 90 სარეიტინგო ქულა და 92, 175 დოლარი გამოიმუშავა. ნიკოლოზი, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 26-ე ჩოგანია, განახლებულ რეიტინგში, დიდი ალბათობით, 22-ე ჩოგანი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სამწუხაროდ ნიკას საკუთარ თავთან უწევს თამაში.განსაკუთრებით ბოლო ხანებში,როცა სძლევს საკუთარ თავს, მაშინ მატჩს იგებს,წინააღმდეგ შემთხვევაში აგებს,აი ასთი სურათია დღეს დღეობით,რაც ძალიან სამწუხაროა.
roma
10 ოქტომბერი 2019 20:11
1
მესამე სეტში, რომ გადაეყვანა თამაში ალბათ მოიგებდა!!! ტიმი უკვე ისეთ დღეში იყო, რომ ვეღარ გაქაჩავდა!!! ბევრი ლამაზი გათამაშება მოიგო ნიკამ, განსაკუთრებით კი ის გათამაშება, რომელიც 34 დარტყმისგან შედგებოდა!!! როდესაც პირველს აწოდებს, თითქმის ყველა გათამაშებას იგებს, მაგრამ ეს პირველი, როცა საჭიროა მაშინ არ გამოდის!!! შემდეგი ტურნირი ალბათ ვენაა და წარმატება ვუსურვოთ ნიკას!!!
დათო
10 ოქტომბერი 2019 21:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული