სხვა

ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსის პირველივე ტურში დამარცხდა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსის პირველ წრეში მოლდოველ რადუ ალბოტთან 2 სეტში დამარცხდა (3:6, 2:6) და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ნიკოლოზი პირველ სეტში 0:5 მარცხდებოდა, თუმცა 3 გეიმის მოგება მოახერხა, მეტის გაკეთება შეცდომების გამო ვეღარ შეძლო. მეორე სეტში კი ბასილაშვილმა, პირველის მსგავსად, საკუთარ მოწოდებაზე 2 გეიმი წააგო, მეტოქის მოწოდებაზე ვერცერთის მოგება ვერ შეძლო და დამარცხდა.

ნიკოლოზმა 35 სარეიტინგო ქულა დაკარგა და დიდი ალბათობით, კვირის ბოლოს რეიტინგში დაქვეითდება, თუმცა ბევრი პოზიციით არა.

ხვალ ბასილაშვილი წყვილთა თანრიგშიც გამოვა. ნიკოლოზი და მისი დღევანდელი მეტოქე
რადუ ალბოტი ჟერემი შარდისა და ფაბრის მარტინის წყვილს დაუპირისპირდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ