სხვა

ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მარჯვენა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა.

ოპერაციამდე მან "ინსტაგრამზე" დაწერა: "პირველი ოპერაცია მარჯვენა იდაყვზე. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის და ტკივილის გარეშე ვითამაშებ".

ბასილაშვილს იდაყვი კარგა ხანია აწუხებდა. უკანასკნელ ტურნირებზე ეს მის შედეგებზეც აისახა და ქირურგიული ჩარევა აუცილებელი გახდა, რომელიც წარმატებით ჩაუტარდა.

ნიკოლოზმა საავადმყოფოში გადაღებული სურათები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მისი სარეაბილიტაციო პერიოდი კი, სავარაუდოდ, ორ თვემდე გასტანს.
ასევე დაგაინტერესებთ