გურამ კაშიამ მაიკლ ჯორდანის "კოსმიური ჩატენვა" გაიმეორა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როგორც გაირკვა, საქართველოს ნაკრების წევრი გურამ კაშია კალათბურთშიც ნიჭიერი გამოდგა.

ამერიკული "სან ხოსეს" მცველისთვის აშშ-ში სეზონი ნაადრევად დასრულდა და ის თანაგუნდელ ვაკო ყაზაიშვილთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ნაკრების შეკრების დაწყებამდე თბილისის "დინამოში" ვარჯიშობდნენ.

თავისუფალ დროს, როგორც ჩანს, კაშია ასევე სპორტულად ატარებს და კალათბურთის თამაშით გაჰყავს დრო.

კაშიამ ვიდეო "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა, სადაც ბურთით მშვენივრად მოქმედებს, ბოლო მომენტი კი ფილმ "კოსმიურ შეჯიბრებას" (Space Jam) გაგახსენებთ, სადაც მაიკლ ჯორდანი ბოლო მომენტში ბურთს კალათში ტენის.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მთავარია სხვა რამე არ დაიგრძელოს :-)))))))))))))
გურამ ჯიგარი ხარ!!!
არა მკითხე მოამბე
10:34 14-11-2019
0
ყველაზე მაგარი "ჩატენვა" გურამმა ქართველ ჰომოფობებს გაუკეთა, ბოდიშს რომ ითხოვდნენ და ეხლაც მონანიების მოლოდინში რომ არიან მისგან )))))))))
ვერ მოგართვათ, ვერაააა )))))))))))
korben dallas
16:54 13-11-2019
25

სიახლეები პოპულარული