სხვა

ჩოგბურთი

ჯორჯინა როდრიგესს ეჭვიანობის ობიექტი გამოუჩნდა - რონალდოს ყოფილი გადაეხვია [PHOTO]

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ საცოლეს ჯორჯინა როდრიგესს თავისდაუნებურად საღამო ჩაუმწარა.

როდრიგესმა პორტუგალიელზე მისი ყოფილი მეგობარი გოგონას, რიტა ფერეირას გამო იეჭვიანა.

The Sun-ის ცნობით, რონალდოსა და ფერეირას შორის რომანის შესახებ პორტუგალიურ პრესაში 2008-10 წელს ვრცელდებოდა, თუმცა არც ფეხბურთელს და არც მსახიობს ეს არასდროს დაუდასტურებიათ.

რამდენიმე დღის წინ MTV Europe Music Awards-ის ცერემონიაზე რიტა ფეხბურთელთან მივიდა და მასთან საუბარი გააბა.

"ეს ნამდვილად უხერხული იყო. რონალდო არ მოელოდა რიტასგან ასეთ აქტიურობას - მან თავად მიირბინა ფეხბურთელთან და გადაეხვია. როცა რიტას ჯორჯინასთან მოუწია
მისალმება, ის იმით შემოიფარგლა, რომ მხოლოდ შეხედა და პასიურად მიესალმა და გაუჩერებლივ გააგრძელა რონალდოსთან საუბარი. ჯორჯინას სახე ყველაფერს ნათლად ასახავდა, ის გაცოფებული იყო", - თქვა ცერემონიის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც მომხდარს შეესწრო.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ რონალდო ჯორჯინა როდრიგესს 2017 წლიდან ხვდება და იმავე წლის ნოემბერში გოგონა გაუჩნდათ, რომელსაც ალანა მარტინა დაარქვეს. საერთო ჯამში, რონალდოს 4 შვილი ჰყავს.

ასევე დაგაინტერესებთ