სხვა

ჩოგბურთი

მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში ლამის მოცელეს - 4 დეკემბრის დაიჯესტი [VIDEO]

AutoSharing Option
1. championat.com-მა ტაბიძე "დაუფასებელთა" სიმბოლურში შეიყვანა - უცნაურია, რატომ თამაშობს ისევ "უფაში".

2. საქართველოს ნაკრების ფორვარდი კარიერას ახალ კლუბში გააგრძელებს.

3. საქართველოს ნაკრები ერთა ლიგა 2020/21-ზე განთესილთა შორის მოხვდა.

4. ბუდუ ზივზივაძემ 117-ე წუთზე გატანილი გოლით "მეზოკოვეშდი" 1/8 ფინალში გაიყვანა.

5. ლუკა ზარანდიამ საგოლე პასი გააკეთა და "ზულტე-ვარეგემი" მეოთხედფინალში გავიდა - "გენტი" გავარდა.

6. ჟოზე მოურინიომ "ტოტენჰემში" პირველი მარცხი თავის ყოფილ გუნდთან, "მანჩესტერთან" განიცადა.

7. NBA. რეგულარული: ჯიმი ბატლერმა "მაიამის" მოაგებინა, ჰარდენის 50-მა ქულამ "ჰიუსტონს" ვერ უშველა.

8. "ატლეტიკოს" მწვრთნელი
დიეგო სიმეონე შეიძლება გადააყენონ.

9. ისტორიული გამარჯვება არ შედგა - "დინამო" თანაბარ თამაშში დამარცხდა.

10. U19. საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩში შეცვლილი შემადგენლობით ითამაშებს.

11. გიორგი შერმადინის ჩატენვა ჩემპიონთა ლიგის დღის TOP 5-ში შევიდა.

12. "სამგურალმა" ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, "გურიამ" დარჩენისკენ.

13. 38 ქულა! - ქართველი კალათბურთელი გოგონა ამერიკის კოლეჯების ლიგაში შესანიშნავად თამაშობს.

14. პრემიერლიგის შეხვედრაში, რომელშიც ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემი" ხვდებოდნენ, სტუმართა დამრიგებელი ჟოზე მოურინიო ტრავმას ძლივს გადაურჩა. "წითლების" ნახევარმცველი "ტოტენჰემის" ფეხბურთელ უინკსთან ორთაბრძოლისას მოედანს მიღმა გავიდა და წაქცეული მოურინიოს შეეჯახა. პორტუგალიელს ცოტა კი ეტკინა, მაგრამ სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა.