სხვა

ჩოგბურთი

ნადალმა ბუფონს უპასუხა: მსგავსი შედარების გაკეთება შეუძლებელია

AutoSharing Option
დიდი სლემის 19-გზის გამარჯვებულმა, ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა უპასუხა ლეგენდარულ ჯანლუიჯი ბუფონს, რომელმაც მესი და რონალდო რაფასა და როჯერს შეადარა.

"შეუძლებელია პარალელების გავლება. ეს ორი სრულიად განსხვავებული სპორტის სახეობაა. მესის თვისებები ფედერერის თვისებებს არ ემთხვევა, ხოლო კრიშტიანოსი - ჩემსას. ჩვენ ყველა განსხვავებულები ვართ", - უთხრა ნადალმა marca-ს.

ჯიჯი ბუფონმა, დაახლოებით, 2 თვის წინ Football Italia-სთან საუბარში განაცხადა, რომ ლიონელ მესი როჯერ ფედერერს ჰგავს, ხოლო კრიშტიანო რონალდო - რაფაელ ნადალს.