ATP CUP. II დღე: მეტრეველმა გაიბრძოლა, ბასილაშვილმა ვერა - საქართველომ იაპონიასთანაც წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 იანვარს ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების წევრები იაპონიას დაუპირისპირდნენ.

ალექსანდრე მეტრეველი (679) გო სოედას (121) შეხვდა და 3 სეტში ანგარიშით 6:4, 3:6, 2:6 დამარცხდა. არადა, ქართველმა პირველი სეტი მოიგო და მცირედი იმედიც გაჩნდა, რომ მეტრეველი ამ შეხვედრაში გამარჯვებას შეძლებდა, თუმცა, ამაოდ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი (26) კი იოშიიტო ნიშიოკას (73) დაუპირისპირდა და 2 სეტში 2:6, 3:6 დამარცხდა. მართალია, ბასილაშვილმა ახლახან მოირჩინა ტრავმა, მაგრამ მისი ასეთი მარცხი მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები იაპონიასთან ინდივიდუალურ ასპარეზობაში 0:2 დამარცხდა და წყვილებში დუელი უკვე ჩვენი
გუნდისთვის გადამწყვეტი არ იქნება.

ალექსანდრე ბაკშისა და გიორგი ცივაძის წყვილი 10:30 საათზე ბენ მაკლაკჰენისა და ტოშიიდე მაცუის წყვილს დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა "სილქ უნივერსალზე" შეგიძლიათ.

შეგახსენებთ, რომ 4 იანვარს საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:3 დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
წელს ბასილაშვილი სავარაუდოდ ასეულიდან გავარდება.
13
პირველი სეტი არ ვიცი მარა მეორეში 5 ჯერ რო ამოუქაჩა იაპონელმა 40-0დან და 5ვე მოუგო ეს კი ვნახე ხალხს უხაროდა რო ამ თასზე მონაწილეობს საქართველო მარა ტურნირის ბოლოს ათიდან 9 ვიტყვით ნეტა სულ არ ვყოფილიყავითო
ნოდო
10:54 06-01-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული