Australian Open: ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერდასკოსთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
მსოფლიოს 29-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია ჩემპიონატის მეორე წრეში ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს (51) დაუპირისპირდა და 4 სეტში დამარცხდა - 6:4, 6:7, 4:6, 4:6.

ნიკოლოზმა ესპანელ მეტოქეს, რომელიც ერთ დროს მსოფლიოს მე-7 ჩოგანი იყო და ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალშიც უთამაშია (2009 წ.), პირველ სეტში 6:4 სძლია.

მეორე სეტის მესამე გეიმში ბასილაშვილი ბრეიკით დაწინაურდა, თუმცა მე-6 გეიმში საკუთარი მოწოდება წააგო და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა. ტაიბრეიკზე ყველაფერი ლოგიკურად მიდიოდა, ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებებს იგებდნენ, 5:5-ზე კი ნიკოლოზმა საკუთარი მოწოდება დათმო და მომდევნო გათამაშებაში
ვერდასკომ სეტი მოიგო - 7:6.

მესამე სეტის მესამე გეიმი ბასილაშვილმა საკუთარ მოწოდებაზე წააგო. ამის შემდეგ ჩოგბურთელები საკუთარ გეიმებს მშვიდად იგებდნენ. 4:5-ზე, როცა ვერდასკო სეტზე აწვდიდა, ნიკოლოზს ბრეიკპოინტი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა და სეტი დათმო - 4:6.

მეოთხე სეტის მეორე გეიმში ქართველმა ჩოგბურთელმა 2 ბრეიკპოინტი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი საკუთარი მოწოდება წააგო. მართალია, მე-6 გეიმში ბრეიკით წონასწორობა აღადგინა, თუმცა მომდევნო გეიმი საკუთარ მოწოდებაზე წააგო. 4:5-ზე კი სამმაგი ბრეიკპოინტი ჰქონდა, თუმცა ვერდასკომ 0:40-დან ამოუქაჩა ბასილაშვილს. ამის შემდეგ მატჩპოინტი იყო, თანაბარი, მერე ისევ ბრეიკპოინტი და საბოლოოდ ესპანელმა მოიგო - 6:4.

ნიკოლოზმა ავსტრალიის ღია ჩემპიონატის მეორე წრეში გასვლით 128 000 დოლარი გამოიმუშავა, 45 სარეიტინგო ქულა კი დაკარგა, რადგან შარშანდელ გათამაშებაში ნაჩვენები შედეგი (მე-3 წრე) ვეღარ გაიმეორა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
აი იმ სიმღერის პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ,
"სულ ქვევით-ქვევით, დაბლა და დაბლაააა!"
სიმართლე
23 იანვარი 2020 18:05
11
ძალიან მეწყინა !!! მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებობს ობიქტური მიზეზი!!! ერთი თვის წინ ნიკამ გაიკეთა ოპერაცია ხელზე, რომელიც წინა ხეზონშიც აწუხებდა!!! ერთი თვის წინ ქირურგიული ჩარევა ალბათ ხვდებით რასაც ნიშნავს!!! რეაბილოტაცია, ხელის არ დატვირთვა!!! იქნებ ამაშია მიზეზი!!! ჩვენზე უკეთესად იცის ნიკამ და მისმ გუნდმა როგორ დატვირთო ხელი!!! ასე,რომ ნიკას ჩვენზე უფრო უნდა გამარჯვება, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ შესწევს!!! დროის ფაქტორია და ნიკა ისევ გააგრძელბს მოგებების სერიას!!! წარმატებები ნიკას!!! პ.ს. წაიკითხეთ ცონგაზე, რმელმაც ვერ შეძლო თამაშის გაგრძელება, ამბობს რომ არ მიქცია ხერხემლის ტკივლს ყურადღება და ახლ შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს!!!
დათო
23 იანვარი 2020 17:21
3
ცონგა აპრილში ხდება 35 წლის და კარიერას დაასრულებს ლოგიკურია
Joko
24 იანვარი 2020 01:44
0
დღეს სპორტში თავდაუზოგავი ვარჯიში ჭირდება.მომატების ნაცვლად ერთ წელიწადში აშკარად დაუკლო.ე.ი. ზარმაცობს.ამიტომ აღარ ვუყურებ.ანგარიშს ვიგებ ხოლმე.
არა ღირს არასერიოზულ კაცისისთვის ნერვების მოშლა
23 იანვარი 2020 16:53
12
ძალიან დასუსტდა, თითქოს ზარმაცობს მოედანზე, ბოლომდე არცერთ ბურთზე არ იბრძვის...შედეგიც შესაბამისი დგება!
გლახუნა
23 იანვარი 2020 15:54
8
Nu ratqmaunda piradulad sacinaagmdego araferi maqvs da carmatebebs vusurveb magram asec ar sheizleba nikusha. Verdasco aris papachemze 3clit patara meti Kiara shekaco
Nika
23 იანვარი 2020 15:52
1
ნიკა არის ასეულის ჩოგბურთელი და სიმართლეს გაუსწოროთ თვალი რა. წლის ბოლოს ასეულის მეორე ნახევარში იქნება. ჰამბურგსაც ვერ დაიცავს და ეგეც მინუს 500 ქულა. ეს არის რეალობა. სწორი მოლოდინები უნდა შეიქმნას გულშემატკივარმა და შესაბამისად არ იქნება ესეთი მედგაცრუება. ესე რატო არ გაბრაზდით როცა საქართველოს სახელით ნიშიოკასთან უშანსოდ წააგო? რა შანსი ვერ გამოვიყენეთ იაპონიასთან როცა ნიშიკორი არ ყავდათ . მხოლოდ კუევასს მოუგო 3 სეტში და კუევასი არ არის ჰარდის მოთამაშე, ის თიხის მოთამაშეა.
Joko
23 იანვარი 2020 15:41
5
გთხოვთ ამიხსენით, 3:1 წაგებას დაძაბულ ბრძოლას რატომ ეძახით???
:/
23 იანვარი 2020 14:38
11
იმიტო რო ოთხივე სეტში იყო ბრძოლა და 9.5 გეიმზე მეტი იყო 3-0ც ყოფილა სეტებში მარა 7-6 7-6 7-6 ასე რო სეტების საერთო ანგარიში დიდად არაა საყურადღებო
ნოდო
23 იანვარი 2020 15:51
3
ეს კაცი ჩოგბურთს თამაშობს თუ ტოტალიზატორს?
jemiko
23 იანვარი 2020 14:06
13
დამაწყდა ნერვები ამის ყურებაში. მეტოქეს ბრეიკს უკეთებ და მერე შენს მოწოდებას თმობს! უცნაურია ეს ყველაფერი ნიკოლოზ!!!
რომანი
23 იანვარი 2020 13:52
1
სხვანაირად ხდება ტენისში?ზოგ გეიმს იგებ ზოგს აგებ.ძალიან მეტკინა გული ,მაგრამ სულ ტოტოსკენ ყურება ხო არ შეიძლება?
თამაზი
23 იანვარი 2020 14:44
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული