სხვა

ჩოგბურთი

Australian open. რაფაელ ნადალი 1/4-ფინალში დამარცხდა

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია ჩემპიონატის 1/4-ფინალში ავსტრიელ დომინიკ ტიმთან მარცხი განიცადა და ტურნირს გამოეთიშა.

რაფა მსოფლიოს მე-5 ჩოგანთან 4 სეტში დამარცხდა - 6:7, 6:7, 6:4, 6:7. აღსანიშნავია, რომ თუ ტურნირი ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიგო, სწორედ ის გახდება მსოფლიოს პირველი ჩოგანი.

რაც შეეხება დომინიკ ტიმს, 26 წლის ავსტრიელმა პირველად მოახერხა ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლა და იქ ამ სტადიის მეორე დებიუტანტ საშა ზვერევს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ