სხვა

ჩოგბურთი

ფედერერმა ოპერაცია გაიკეთა

AutoSharing Option
მსოფლიოს მე-3 ჩოგანმა, 38 წლის როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა.

"ის გარკვეული პერიოდი მაწუხებდა. იმედი მქონდა, რომ ტკივილი გამივლიდა, მაგრამ გუნდთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე, ართროსკოპიული ოპერაცია გამეკეთებინა. გუშინ შვეიცარიაში სწორედ ეს ოპერაცია გამიკეთდა.

ოპერაციის შემდეგ ექიმებიც დარწმუნდნენ, რომ სწორად მოვიქეცი. ისინი სრულ აღდგენაში დარწმუნებულები არიან." - დაწერა ფედერერმა.

ფედერერი გამოტოვებს დუბაის, ინდიან-უელსის, მაიამის, "როლან გაროსისა" და საჩვენებელ მატჩს ბოგოტაში.


ასევე დაგაინტერესებთ