ნიკოლოზ ბასილაშვილმა საქართველოს ნაკრებს პირველი გამარჯვება მოუტანა

AutoSharing Option
ფოტო:facebook.com/Georgian-Tennis-Federation-საქართველოს-ჩოგბურთის-ფედერაცია

დევისის თასის ევრო/აფრიკული ზონის მეორე ლიგის პლეი-ოფის საქართველოსა და ესტონეთს შორის დაპირისპირების პირველ შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვლადიმირ ივანოვი 2 სეტში დაამარცხა - 6:4, 6:1.

ესტონელმა ნიკოლოზს პირველ სეტში საკმაო წინააღმდეგობა გაუწია და ქართველის მოწოდებაზე 1 გეიმის მოგებაც მოახერხა, თუმცა მეათე გეიმში ბასილაშვილმა მეორე ბრეიკი შეასრულა და სეტი მოიგო.

მეორე სეტის პირველი გეიმი ძალიან დაძაბული გამოდგა. ნიკოლოზის მოწოდებაზე ესტონელს 6 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა ქართველმა გეიმის მოგება მაინც შეძლო. სეტის დარჩენილი დაპირისპირება ბასილაშვილის დიდი უპირატესობით წარიმართა და მეტოქის დამარცხება აღარ გასჭირვებია.

დღეს, 6 მარტს, მეორე შეხვედრაც გაიმართება. ალექსანდრე მეტრეველი კრისტიან ტამმს დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 2 /
დროც რომ დაწეროთ ვერა?
პაპა
06 მარტი 2020 13:17
1
შეხვედრები კი 6 და 7 მარტს "მზიურის" საჩოგბურთო კომპლექსში გაიმართება. 6 მარტს პირველი მატჩი 10:45 საათზე დაიწყება, ხოლო 7 მარტს - 10:00-ზე.
მალხაზი
06 მარტი 2020 13:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული