ნიკოლოზ ბასილაშვილი: შარშან მთელი წელი გამაყუჩებლებს ვსვამდი, რის გამოც მუცელი გამიღიზიანდა

AutoSharing Option
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (27) ესტონეთთან დევისის თასის პირველივე შეხვედრაში ვლადიმირ ივანოვი (732) ორ სეტში 6:4, 6:1 დაამარცხა.

დაპირისპირების დასრულების შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა მიღწეულ გამარჯვებაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"როგორც შეხვედრაში გამოჩნდა, შორს ვარ ოპტიმალური ფორმისგან, მაგრამ ორი თვის წინ როგორც ვთამაშობდი, შედარებით უკეთესად ვარ. მატჩიდან მატჩამდე განვვითარდები და შევალ კარგ ფორმაში. ჯერჯერობით არ შემიძლია ჩემი შესაძლებლობების ასი პროცენტის გამოვლენა. ტექნიკას და ტაქტიკას აზრი არ აქვს, თუ ვერ შევასრულე.

ხელის ტრავმა უფრო მაწუხებს. შარშან მთელი წელი გამაყუჩებლებს ვსვამდი, რის გამოც მუცელი
გამიღიზიანდა. შემდეგ გავიკეთე ოპერაცია და ახლა მივდივართ გეგმით.

ძალიან კარგი გუნდი მყავს. ამ წლის მეორე ნახევარში თუ არა, მომავალი წლიდან, იმედი მაქვს, რომ უკვე ოპტიმალურ ფორმაში ვიქნები".

altნაკრების კაპიტანი ბასილაშვილზე - "ეს არის ნიკას შესაძლებლობების 10%"


მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს რა კომენტარია?? სპორტიდან რომ შორს ხარ გეტყობა და ადამიანობა სხვაა კიდევ. იცი საერთოდ რა ენერგია და ნერვები მიაქვს მაღალ დონეზე სპორტსმენობას? ეგ რომ იციდე არ დაწერდი ასეთ რამეს. ნიკა კაცია.ყველამ იცის მაგის მდგომარეობა და მაინც თამაშობს სამშობლოსთვის და სანამ ასეთებს დაწერ დაფიქრდი შენ რა გაგიკეთებია სასიკეთო ქვეყნისთვის და მერე განსაჯე სხვები ძვირფასო ნოდო.
ნოდოს
06 მარტი 2020 16:59
15
ხოდა თუ იცი რო ბევრი ნერვები და ენერგია მიაქ და მაინც მიდიხარ დიდ სპორტში მერე არ უნდა იწუწუნო პრესკონფერენციებზე ეს ერთი და მეორე ეგ უბრალოდ თავის გამართლებაა 6-0 წაგებულ სეტებზე იცი რამდენი სპორჩმენია მსოფლიოში რო ტკივილგამაყუჩებლით თამაშობს და არ ვიცით? იმაზე მეტი ვიდრე გგონია
ნოდო
06 მარტი 2020 17:44
17
გაგამარუ უარეს დღეშია მარა არასდროს დაუწუწინია 40-0 რო მიგყავს და გეიმს წააგებ იმის გასამართლებელი ეგ არ არის და საერთოდაც თუ გტკივა არ უნდა ითამაშო მარა თუ მაინც თამაშობ აი მტკივა და ეგ იყო მიზეზით არ უნდა იმართლო თავი რადგან თოფით არავინ გადგას 100ლარით ცხოვრობს ხალხი თვიდან თვემდე და პრესკონფერენვიებს არ აწყობენ საწუწუნოდ ისე უცნაურად აქ თამაშები წაგებული უფრო მყარი მიზეზია საჭირო თავის გასამართლებლად
ნოდო
06 მარტი 2020 15:37
37
მაგარი ბრიგადაა დისლაიქების!!! გოგოებო არ გრცხვენიათ???!!!
დათო
07 მარტი 2020 01:56
3
თავის გასამართებელი რა სჭირს ნიკას ან როდის უმართლებია ???!!! ან როდის გაგიგია მისი წუწუნი???!!! სულ იმის მოლოდინში ვიყავი, რომ თვითონ ეთქვა თუ რა ხდებოდა!!! თორემ ადამიანი, რომ ვერ შეძლებდა ბოლომდე თამაშს ხელით( მარჯვენა!!!) , რომელიც აწუხებდა , ამას ჩვენ თვითონ ვხვდებოდით!!! და მითუმეტეს ოპერაციის შემდეგ გვესმის, რომ რაღაც პერიოდი დასჭირდება აღდგენას და ფორმაში შესვლას!!! სამი ატპ 500 ტურნირი მოიგო ერთ წელიწადში და ეს არ არის წარმატება???!!! მაგრამ არის ხალხის კატეგორია, რომლებსაც არ უხარიათ ნიკას წარმატება, ათასნაირ სისულეეებს წერენ, ჭორიკნულ ყვითელ პრესას ახმოვანებენ და ბრალს სდებენ უდანაშაულო ადამიანს!!! ამ დროს ნიკა ატპ ტურის ერთ-ერთი ღირსეული წევრია და მთელი ტური მას დიდ პატივს სცემს!!! ნიკა ბასილაშვილი არის ნამდვილი ქართველი, პროფესიონალი ჩოგბურთელი , რომელმაც თანამედროვე ჩოგბურთის ორბიტაზე დააფიქსირა საქართველოს სახელი და ბევრმა ატპ ტურის ჩოგბურთელმა და ჩოგბუთის გულშემატკივარმა მისი საშუალებით გაიგო საქართველოს არსებობის შესახებ!!!
დათო
06 მარტი 2020 23:29
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული