ბასილაშვილის მწვრთნელი: ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ ასეთი შეჯიბრება არსად მინახავს

AutoSharing Option
ქართველო ჩოგბურთელის, მსოფლიოს 27-ე ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელმა მწვრთნელმა იან დე ვიტმა ინტერვიუ მისცა ადგილობრივ tennisnet.com-ს და როგორც ნიკოლოზის, ისე ATP Cup-ის შესახებაც ისაუბრა.

ნიკოლოზ ბასილაშვილთან თქვენი მუშაობის პროცესი ახლა როგორ მიმდინარეობს?
- ამჟამად ნიკოლოზთან ერთად ვერ ვმუშაობ. ის ჩვენი ფიტნესის მწვრთნელთან ერთად აშშ-ში იმყოფებოდა და შემდეგ სახლში დაბრუნდა. ნიკო ახლა საქართველოშია. საჩოგბურთო დარბაზიც რომ მქონდეს, ნიკოლოზი ჩამოსვლას მაინც ვერ მოახერხებდა ევროკავშირის აკრძალვების გამო.

თუმცა, როგორც ველოდით, პაუზა 6 კვირაზე მეტ დროს გასტანს. ჩვენი გეგმა იყო და არის, რომ სეზონის მეორე
ნახევრისთვის მოსამზადებელი ეტაპი გავიაროთ, რადგან დეკემბერში ნიკოს ხელზე გაკეთებული ოპერაციის გამო დაგეგმილი სამუშაოები 100%-ით ვერ შევასრულეთ.

ჩვენ მხოლოდ მისი შეჯიბრებისთვის მომზადება შევძელით, მეტი ვერაფერი. ახლა კი მან რეაბილიტაცია უნდა გაიაროს და მომავალ 4 კვირაში სრულიად ჯანმრთელი იყოს. ამის შემდეგ თუ გვეცოდინება, რომ თამაში მოგვიწევს, ჩვენ სრულიად ვკონცენტრირდებით ჩოგბურთზე.

როგორც ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელი, თქვენ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ზედამხედველი იყავით ATP Cup-ზე. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?
- გაოცებული დავრჩი. მიმაჩნია, რომ შესანიშნავი ღონისძიება იყო, იდეაცა და შესრულებაც. ყველაფერი კარგად გახლდათ ორგანიზებული. ფეხბურთელი ვიყავი, ფრენბურთს ვთამაშობდი, სპორტის სხვადასხვა სახეობიდან მოვდივარ, თუმცა ის, როგორც ATP Cup-ზე სათადარიგოთა სკამები მოაწყვეს, ბრწყინვალე იყო.

კომუნიკაცია ფანებსა და მოთამაშეებს შორის საოცარი იყო. ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი პერთში ნადალის წინააღმდეგ ტურნირის დაწყება იყო. ამის შემდეგ შეგეძლო დამჯდარიყავი და ოფიციალურად შეგესრულებინა მწვრთნელის უფლება-მოვალეობები.

კრიტიკის ერთადერთი ობიექტი გუნდების არათანაბარი ძალა იყო. დასაწყისში ერთ მოთამაშეზე აგებული გუნდი გვყავდა. 19 წლის ჩოგბურთელიც იყო ჩვენთან ერთად. ნიკოს შემდეგ რეიტნგში საუკეთესო ადგილი 500-შიც არ გვქონია. თუმცა, ამ ჩოგბურთელმა ნაკრებს ქულა მოუტანა, ჩვენმა წყვილებმაც. წყვილებში მოთამაშე ჩოგბურთელებს ATP ქულები თითქმის არ ჰქონდათ და მაინც შესანიშნავი ჩოგბურთი აჩვენეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ჩოგბურთელებისა და საქართველოსთვის ასეთ დონეზე ქვეყნის სახელის წარმოჩენა.


მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ ძნელ ჟამს პირველ რიგში ჯანმრთელობას გისურვებთ!!! უფლის შემწეობით ყველაფერი კარგად იქნება და ველით ნიკას წარმატებებს, იან დე ვიტთან და მის გუნდთან ერთად!!!
დათო
19 მარტი 2020 19:54
0
გაიხარეთ ბატონო დავით
a.a.
20 მარტი 2020 02:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული