როჯერ ფედერერი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში 1 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს შესწირავს

AutoSharing Option
შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ მეუღლესთან ერთად კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში 1 მილიონ ევროს შესწირავს.

"ახლა რთული დრო გვიდგას. გვერდზე არავინ უნდა იდგეს. მე და მირკამ (მეუღლე) გადავწყვიტეთ, რომ პირადად უნდა ჩავერთოთ ამ ბრძოლაში და მზად ვართ 1 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გავიღოთ. ჩვენი წვლილი - მხოლოდ დასაწყისია. იმედი გვაქვს, ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება ამ საქმეში. ერთად შევძლებთ ამ კრიზისის დაძლევას. გისურვებთ ჯანმრთელობას." - დაწერა ფედერერმა "ინსტაგრამზე".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული