სხვა

ჩოგბურთი

გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია

AutoSharing Option
მსოფლიოს ექს-პირველი ჩოგანი მარია შარაპოვა გულშემატკივარს ტექსტური შეტყობინების მიწერას სთავაზობს.

"მოგესალმებით ყველას! კარგ პარასკევს გისურვებთ. შესაძლებლობას ვეძებ, რომ რაც შეიძება ბევრ თქვენგანთან დავამყარო კონტაქტი. ძალიან ვისიამოვნე გასული კვირის ვიდეო კონფერენციით, სადაც 150 ფანთან გვქონდა საუბარი. ახლა ყველა თვითიზოლაციაში ვიმყოფებით, მაინტერესებს რით ხართ დაკავებული და როგორ უმკლავდებით.

ასეთი იდეა მაქვს: ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია მომწეროს, აი ჩემი ნომერი: 310-564-7981. მომწერეთ და დაელოდეთ ჩემგან პასუხს." - ისაუბრა შარაპოვამ ინსტაგრამის მეშვეობით.

მოგვიანებით ყოფილმა ჩოგბურთელმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ კანადელ ან ამერიკელ ფანებთან შეძლებდა
პასუხის დაბრუნებას, თუმცა როგორც კი მოახერხებს სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც უპასუხებს.
ასევე დაგაინტერესებთ